ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ნაგავშემკრები კონტეინერი

ნაგავშემკრები კონტეინერი – პირველად, ნოვას წარმოებული

ნაგავშემკრები კონტეინერი – დღევანდელი დღის თემაა! პირველი შემთხვევაა როცა ეს პროდუქტი საქართველოში იწარმოა და ამ კარგ საქმეში “დამნაშავე” არის სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანია “ნოვა”!

ISO სერტიფიცირებული შპს “ნოვა”-ს ისტორია 2006 წელს იწყება. სამშენებლო მასალების იმპორტიდან კომპანია 2011 წლიდან ნელ-ნელა სამშენებლო მასალების წარმოების ხაზების ეტაპობრივი განვითარებაზე გადავიდა უკვე ათობით დასახელების სამშენებლო პროდუქციას აწარმოებს თბილისსა და ბათუმში. საქართველოს ბაზრის მომარაგებასთან ერთად პროდუქცია ექსპორტზეც გააქვს ბრენდული დასახელებით – NOVA. კომპანია ამაზეც არ გაჩერდა და უკვე სავაჭრო მეგაცენტრსაც ფლობს თბილისში.

სამშენებლო ინდუსტრიაში მუდმივად იხვეწება ტექნოლოგიები, ჩნდება ახალი მოთხოვნები და მუდმივად იცვლება ბაზარი. ყველაფერს COVID-19 პანდემია დაემთხვა და ამან სამშენებლო ინდუსტრია სერიოზულად დააზარალა. ამ რთულ რეალობაში კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება მხოლოდ ინოვაციების მუდმივი დანერგვის გზითაა შესაძლებელია.

სწორედ ინოვაციებზე, სიახლეებზე და განვითარებაზე ორიენტირების გამოძახილია ნაგავშემკრები კონტეინერების წარმოების დაწყება.

ამის გამოცდილება წლები არსებობდა კომპანიაში.

პოლიეთილენის წყლის ავზების კომპანიის ერთ-ერთი მიმართულება იყო ყოველთვის. მის გარდა კომპანია ათობით დასახელების სხვადასხვა ნაწარმს აწარმოებს პლასტმასისგან, საწნახელსაც კი.

თუმცა აქ არ გაჩერებულა და უკვე თავადაც ხედავთ, მიუხედავად რთული ეკონომიკური მდგომარეობისა ახალ პროდუქტსაც უშვებს ბაზარზე.

სხვათა შორის პლასტმასის ნედლეული მექსიკურია და ხარისხის დამადასტურებელი სათანადო სერტიფიკატები გაძლევთ პროდუქტის ეკოლოგიური უსაფრთხოების გარანტიას.

ISO 9001:2008 ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დამასტურებელი სერთიფიკატი კომპანიას აქვს 2013 წლიდან.

რითია განსაკუთრებული NOVA-ს წარმოებული ნაგავშემკრები კონტეინერები?

  1. ნაგავშემკრები კონტეინერი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულით ისევე როგორც ნოვას მიერ პლასტმასისგან წარმოებული ყველა პროდუქტია ;
  2. კონტეინერები წარმოდგენილია ხუთ ფერში და 3 მოცულობით: 120 ლიტრი, 240 ლიტრი და 1100 ლიტრი;
  3. ფასები 140 ლარიდან იწყება.

პრაქტიკულად ყველა შანსი აქვს ამ პროდუქტს, რომ ისინი ჩვენს ქუჩებში ვიხილოთ!

იმედს ვიტოვებ, რომ პროდუქცია მნიშვნელოვან საფასო და ხარისხობრივ კონკურენციას გაუწევს იმპორტირებულებს იმ ტენდერებში, რომლებსაც საქართველოში მუნიციპალიტეტები აცხადებენ. ეს მნიშვნელოვანი ბაზარია. მთავარი არის შემდეგი: არავის არ გვსიამოვნებს როცა ქუჩაში დაზიანებულ კონტეინერს ვხედავთ, რომელსაც ნაგავი და ბინძური წყალი წურწურით გაუდის ქვემოდან. როცა ამ პროდუქციას ყოველ ჯერზე მუნიციპალიტეტი ტენდერით ყიდულობს და თან იმპორტით, ფაქტობრივად ახლის შესყიდვაში ან დაზიანებული მოშორებაში გარკვეული სირთულეებია, რომელთა მინიმუმზე დაყვანა ხდება მაშინ, როდესაც საწარმო აქვე გაქვს და მიმხედავიც აქვე გყავს. მოკლედ, ნაგავშემკრები კონტეინერების წარმოება კარგი მიგნებაა ნოვას მხრიდან და კარგი შესაძლებლობა მუნიციპალიტეტებისთვის, რომ ჩვენი ქალაქების ქუჩები იყოს უფრო მეტად მოწესრიგებული.

ქართული წარმოების ნაგავშემკრები კონტეინერების ნიმუშები ნოვას შოურუმებში შეგიძლიათ იხილოთ და რა თქმა უნდა იყიდოთ 3 ადგილას: 1) თბილისი, რ. აგლაძის N45, 2) ბათუმი, პ. ბაგრატიონის N105 ბ, 3) ქუთაისი, სამტრედიის ხიდის მიმდებარედ.

შეგიძლიათ ასევე დაუკავშირდეთ Facebook-ის მეშვეობით.

ან დაურეკოთ 032 200 33 33.

ასევე შეგიძლიათ კომპანიის ვებსაიტს ესტუმროთ და ეს და სხვა მარავალი პროდუქცია ონლაინ იყიდოთ.

სხვათა შორის ადგილზე მიწოდების მომსახურებაც აქვთ.

წარმატებები ნოვას!

აქვე აღვნიშნავ, რომ NOVA-ს KAR.GE-სთან მრავალი წლის თანამშრომლობა აკავშირებს. მრავალი წელია კომპანიის პროდუქცია KAR.GE-ს საექსპორტო და ინტერნეტ კატალოგებშია წარმოდგენილი. რამდენიმე დასახელების პროდუქტი ახლაც კატალოგშია განთავსებული აქ. პროდუქციის თაობაზე ამ ვებსაიტზეც არაერთი სტატიაა წარმოდგენილი. ჩვენს FB გვერდზეც არაერთხელ გაგვიშუქებია კომპანიის პროდუქცია. ვისურვებდი ბევრ ადგილობრივ მწარმოებელთან გვქონდეს ანალოგიური პარტნიორული ურთიერთობა!