ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ღვინო სანთელი

მშრალი წითელი ღვინო SANTELI

ქართულია & kar.ge-ა!

წითელი ღვინო – რომანტიკა, სიყვარული, ენერგეტიკა.  საქართველო — ღვინის აკვანია!

ქინძმარაული – ნახევრად ტკბილი წითელი.

წითელი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო მწიფე ალუბლის, შავი მოცხარისა და მაყვლის ინტენსიური არომატით. ღვინის გემო გაჯერებულია და დელიკატური, სიმჟავისა და სიტკბოს საუკეთესო ბალანსით, აქვს ხანგრძლივი დაბოლოება ხილის გემოთი. ღვინო კარგად ეხამება დესერტებს, ხილს, რბილ ყველებს, ასევე რეკომენდებულია როგორც აპერეტივი.

სანდრო ჯორჯაძის მიერ 1998 წელს დაარსებული კომპანია ვაინმენი არის ოჯახური კომპანია. კომპანიის მისია არის მაღალი ხარისხის ღვინოების წარმოება, ისეთი ღვინოებისა რომლითაც შეიძლება ვიამაყოთ! 2009 წელს ვაინმენის ტრადიციულ ხაზს დაემატა ახალი ბრენდი სახელწოდებით  SANTELI. ამ ღვინოების წარმოებისათვის ყურძენი იკრიფება ახალგაზრდა ვაზებიდან.

SANTELI-ის ღვინოები ხასიათდება საქართველოს მეღვინეობის გულში — კახეთში მოწეული ყურძნის ჯიშების ინდივიდუალობით. ისინი გამოირჩევიან თავისი ახალგაზრდა და ხილის ინტენსიური გამოხატულებით. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე – ნერწყვი მოგადგებათ ისეა დახასიათებული თითოეული ღვინო.

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )