ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

მაწონი ქიზიყიდან თიხის ქოთანში – უგემრიელესია!

მაწონი ქიზიყიდან თიხის ქოთანში – პროდუქტი აღმოჩენა, რომლის მსგავსი ბაზარზე საერთოდ არ იყიდება. მე არ ვიცი რამდენად ბიზნეს წარმატებული შეიძლება გახდეს ეს პროდუქტი, მაგრამ 3 ლარის მიცემა დაახლოებით 150-მდე გრამ პროდუქტში – ამას ბევრი სისტემატურად ვერ „გაბედავს“ საქართველოში. თუმცა ფაქტია, რომ გამოფენა-გაყიდვაზე „აირჩიე ქართული“, რომელიც დიღმის გუდვილში 23-24 აპრილს ჩატარდა ფურორი კი მოახდინა.

ვიყიდე რა თქმა უნდა. თავსახური კარგად დახურული არ იყო და გზაში წყალი გამოვიდა. ამ გამოსული წყლის გამო წონაში თითქმის მეხუთედი მაინც დაკარგა, რაც რამდენადაც ვიცი მაწვნისთვის ნარმალურია [მეტყობა ხომ მაწვნის მოყვარული რომ არ ვარ?]. ფაქტია, რომ ჩემთან ოჯახში ძალიან მოეწონათ გემო.

პროდუქტი, ასორტიმენტი
რასაც ხედავთ ესაა. არ ვიცი ასორტიმენტში თუ არის სხვა რამ. ერთი კონკრეტული ზომის და სახის პროდუქტი, რომელიც წნორში მზადდება.

ხარისხი
შესანიშნავი! გადასარევი! დარწმუნებული ვარ რძეზეა გაკეთებული!

ფასი
3 ლარი მივეცი. 150 გრამამდე იქნება წონაში.

სად იყიდება
არ ვიცი. მე მგონი სატესტო რაოდენობა იყო წარმოდგენილი გუდვილში.

ბრენდი
უნიკალური პროდუქტი გაქვთ. ჩემი აზრით არა მასიური, არამედ ნიშური პროდუქტია. თავისი მყიდველი სულ ეყოლება. მაწონი ქიზიყიდან თიხის ქოთანში – ეს ბრენდი არაა. დასახვეწია ბრენდის დასახელებაც, ლოგოც [ორიგინალური არაა], სლოგანიც საჭიროა. ასეთი კარგი პროდუქტი უნდა სათანადოდ შეფუთოთ.

შეფუთვა
ვიზუალურად შესანიშნავია, მარტო ის რად ღირს, რომ თიხის ჭურჭელშია და ზედ საქონლის სახეა გამოხატული, მაგრამ ტრანსპორტირებისათვის არაპრაქტიკულია. მოიფიქრეთ როგორ დაახუროთ თავზე ისე, რომ წყალი არ გამოვიდეს.

ვებსაიტი, Facebook გვერდი
არცერთი. Google-შიც კი არ იძებნება ეს მაწონი. ეს მიუღებელია მეგობრებო.

სერტიფიცირება
ინფორმაცია არ გვაქვს.

კამპანია
სარეკლამო კამპანია არ მიმდინარეობს.

მწარმოებელი
ამხანაგობა ნატურალი
მაწონი ქიზიყიდან თიხის ქოთანში
ქალაქი წნორი
593 62 29 72, 593 11 11 83
natural333@gmail.com

ვიყიდი თუ არა კიდევ ერთხელ?
არა. რატომ? ძვირია! თიხის ჭურჭელმა მომხიბლა, ოღონდ ერთხელ. მეორედ უკვე აღარ მინდა თიხა. მაგრამ თუ ბაზარზე გამოვა იაფ შეფუთვაში ეს მაწონი, მაშინ ჰოოო … რძეზე დამზადებულ მაწონს ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი აიტაცებს. ამაში დარწმუნებული ვარ!