ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ილია ჭავჭავაძე

მაქვს VS მქონდა … ილია ჭავჭავაძე

“ერთი „მაქვს“ სჯობს ათას „გქონდა“-ს”

ილია ჭავჭავაძე, 1837-1907

 

ჩვენ არ ვცხოვრობთ წარსულში…

ჩვენ არ ვცხოვრობთ მომავალში…

ჩვენ ვცხოვრობთ ახლა, ამ მომენტში, ზუსტად ამ მომენტში …

აი ამ მომენტში შენ შეგიძლია ჩახურო ეს გვერდი, ან განაგრძო და ჩაიკითხო ეს მოკლე ტექსტი ბოლომდე…

ამ მომენტში შენ შეგიძლია დაფიქრდე რას გააკეთებ ხვალ და გააკეთო ისეთი რამ დღეს, რასაც გავლენა ექნება ხვალინდელზე, მაგრამ შენ ვერ გააკეთებ ვერაფერს ისეთს ამ მომენტში, რომ შეცვალო ის, რაც უკვე მოხდა.

რეალურად არავის აინტერესებს ვინ იყავი, რა გქონდა ან ვინ იქნები და რა გექნება…

არავის აინტერესებს შენი ქვეყნის მრავალათასწლიანი ისტორია თუ თვითონ არ აფასებ მას…

არავის აინტერესებს შენი “დაუკრეფავში მყოფი” გეგმები, თუ ნაბიჯს არ დგამ…

მნიშვნელოვანი არის მხოლოდ ვინა ხარ ამ მომენტში და რა რესურსი გაქვს საიმისოდ, რომ ზეგავლენა მოახდინო მომავალზე …

დიახ, შენ შეგიძლია მომავალი შეცვალო…

შენი მომავალი, ისევე როგორც სხვისი…

მოდი kar.ge საქმის კეთებით, ყოველ ჯერზე ქართული პროდუქტის ყიდვით შევცვალოთ საერთო მომავალი უკეთესობისკენ. შენს მიერ ყოველი ქართული პროდუქტის შესყიდვა სვლაა წინ!