ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
მარილიანი მზესუმზირა

ძალიან გემრიელია! მარილიანი მზესუმზირა PIPPA

ყველა ქართული შეფუთვის მქონე და ქართული წამოების მზესუმზირა გამისინჯავს რაც ვიცი, და PIPPA-ს მხოლოდ ფოტოზე მოცემული ვარიანტია ვიცი მარილიანი. და ეს ბოლო პერიოდი სწორედ რომ მარილიანს ვყიდულობ ყველაზე ხშირად …

პროდუქტის პლიუსებს შორის ნამდვილად მოვიხსენიებდი ნორმალურ ფასს [60 გრამიანი 60 თეთრი ღირს], ნორმალურ შეფუთვას [მარკეტინგი 100% მწყობრშია], ნორმალურ Facebook გვერდს [მაგრამ არააქტიურს ამ ეტაპზე] და ნორმალურ გემოს. და რა თქმა უნდა თავად იმას, რომ მარილიანია. ოღონდ ერთი ვერ ამიხსნია მხოლოდ, ეს მარილიანი მზესუმზირა არაერთხელ მიყიდია და ზოგში მარილია ძალიან ბევრი, ზოგში კი საერთოდ არაა …

ცნობისათვის, PIPPA ჯორჯიან ბეიქერსის ბრენდია სპეციალურად სნექებისათვის. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და მხოლოდ ქართული მზესუმზირა ვიყიდოთ. ეხლა ზაფხული მოდის და იმედია „ქუჩა მხოლოდ ქართული მზესუმზირის კანებით მოიფინება“ …

ისე, თუ იცით რას ნიშნავს PIPPA ბერძნულიდან?

მე თვითონ ამ რამოდენიმე დღის წინ ამიხსნა საბერძნეთში მყოფმა ჩემმა კოლეგამ და მაგრად ვიხალისე. მაშინ გავიგე ბოლომდე PIPPA-ს სექსოთერმოდინამიკური იმიჯის ყველა ნიუანსი 🙂