ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ქართული ლუდი ნატახტარი qartuli ludi natakhtari
ქართული ლუდი ნატახტარი qartuli ludi natakhtari

დალიე ლუდი, არ არის ცუდი.

ქართულია & kar.ge-ა!

დღევანდელი დღის პროდუქტად წარმოგიდგენთ ქართულ ლუდს “ნატახტარი”.

„ნატახტარი“ უმაღლესი ხარისხის ალაოსა და ნატახტარის უნიკალური წყლისგან დამზადებული ქართული ლუდია. მის მისაღებად უახლესი ტექნოლოგია გამოიყენება. ხარშვის პროცესს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ხელმძღვანელობენ.

აქვე გაგაცნობთ კომპანიის ვებგვერდს და ფეისბუქის გვერდს, ასევე კომპანიას აქვს თავისი ფონდი, სადაც „ნატახტარი ლიმონათის“ თითოეული გაყიდული ბოთლიდან ფონდში ირიცხება 1, 3 და 5 თეთრი შეფუთვის შესაბამისად: 0,33; 0,5; 1 და 2 ლიტრი.

ლუდი ძალიან მიყვარს მე, მაგრამ ჩემზე მეტად ჩემს მეუღლეს, მისთვის არ არსებობს სეზონი, ამინდი, განწყობა,სიტუაცია, ყოველთვის ლუდის სმის ხასიათზე, ალბათ ჩემ დღეში ბევრი ქართველი მანდილოსანია, მაგრამ 🙂 არაუშავს, ლუდი არ არის ცუდი!

ლუდი ნატახტარის ერთი ქილა ( 0,5 ) ჯერჯერბით 1,60 ლარი ღირს და თან ძალიან სასიამოვნო არომატი აქვს.

ფასზე “ჯერჯერობით” – იმიტომ მიწერია რომ, მიმდინარე პერიოდში საკმაოდ დიდი მითქმა მოთქმაა ლუდზე ფასის მატებასთან დაკავშირებით, ხმაურიანი აქცია დაიწყო “არ გამიძვირო ლუდი”, თუ ლუდი გიყვართ და ქართული ბიზნესის მხარდაჭერა გსურთ შეუერთდით ფეისბუქის გვერდს, აქცია განაპირობა ლუდის აქციზზე ფასის ზრდამ, აქციზზე ფასის ზრდა შესაძლოა ქართული ბიზნესის განაჩენი გახდეს, აწყობილი კომპანიები, რომლებიც საკმაოდ დიდი რაოდენობით ადამიანებს ასაქმებენ, აფინანსებენ ძალიან ბევრ საჭირო და სასარგებლო პროექტებს დღეს რთული სიტუაციის წინაშე აღმოჩნდნენ, ფასის ზრდა ხომ გაყიდვების შემცირებას გამოიწვევს, ხოლო გაყიდვების შემცირებით კარგი, რომ არაფერი მოხდება ალბათ ამას თქვენ თავადაც მიხვდებით.

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოებისპროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.