ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ლოცვა VS გარჯა თუ ლოცვა და გარჯა? ილია ჭავჭავაძე

“ქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაობდეს”

ილია ჭავჭავაძე, 1837-1907

 

ლოცვა VS გარჯა თუ ლოცვა და გარჯა?

თუ ვინმეს ჰგონია, რომ მარტო ლოცვით საქმეს ეშველება და „სოფელი თავისით აშენდება“, მე მათ შორის ნამდვილად არ ვარ. თქვენი და ჩემი წინსვლა, მეტი შემოსავალი, უკეთესი ცხოვდება და ყველაფერი მასთან დაკავშირებული თავისით არ მოფრინდება და ამას ნამდვილად უნდა გარჯა. გარჯის რა სახეობა ვიცით ჩვენ kar.ge-ზე? რა თქმა უნდა ქართული და კარგი პროდუქტის სისტემატურად ყიდვა.

მეორე მხრივ თუ ვინმეს ჰგონია, რომ მარტო რამოდენიმე ადამიანის გარჯით წავა წინ, ანუ მარტო ამ ტექსტის მკითხველის მიერ ქართული პროდუქტის ყიდვით ჩვენს შემთხვევაში, არც მათ შორის ვარ. არ კმარა მარტო ეს! საჭიროა მეტი აქტივობა და მეტი ადამიანის დარწმუნება რომ მათაც შეცვალონ ცხოვრების წესი და შეიყვარონ/დააფასონ ის, რაც ჩვენია.

მხოლოდ ქართულის სიყვარულით და დაფასებით, ქართული წარმოებული პროდუქციის ყიდვით, ერთმანეთის მხარდაჭერით, ანუ ლოცვით და გარჯით ერთდ მოვახერხებთ წინსვლას!