ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ნინო ბაქრაძე

იამაყეთ! ნინო ბაქრაძე პიანისტთა პრესტიჟული კონკურსის გამარჯვებულია

ამის შესახებ შემთხვევით გავიგე …

ქართული მედია სივრცე ხომ წარმატებულ ქართველებს არ „წყალობს“

დავძებნე, ვეძიე, ვეძიე და მივაკვლიე ნინოს Facebook გვერდს

და იქედან გავერკვიე ბოლომდე …

 

მოკლედ, 24 ოქტომბერს ნინო ბაქრაძემ ოქროს მედალი და პირველი პრემია აიღო პიანისტთა ლუიზიანის საერთაშორისო კონკურსზე. კონკურსში მსოფლიოს პრესტიჟული მუსიკალური სკოლების სტუდენტები მონაწილეობდნენ და იგი 7 დღე გრძელდებოდა. ფინალური რაუნდი 24 ოქტომბერს შედგა, სადაც ნინომ ბეთჰოვენის მე-4 სიმბონია დაუკრა. ამით ნინომ თავისი პრიზების ერთობლიობას კიდევ ერთი პრესტიჟული ჯილდო შემატა. ვრცელი სტატია ნახეთ აქ [ინგლისურად].

გილოცავ ნინო!

აქვე მოუსმინეთ ბეთჰოვენის მე-4 სიმფონიას ნინო ბაქარაძის შესრულებით …