ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
შოკოლადის და ვანილის პლომბირი

უგემრიელესი თოლიას საოჯახო პლომბირი

დღეს მინდა თოლიას საოჯახო ნაყინი – შოკოლადის და ვანილის პლომბირი წარმოგიდგინოთ. 5,5 ლარი ღირს ქსელში. იყიდება პრაქტიკულად ყველგან. 0,5 ლიტრიანია და გავაგრძელო უგემრიელესია! თან პლომბირია, მე რომ მიყვარს ის! მწარმოებელია ქართუ უნივერსალი.

ამ ნაყინის მთავარი უნიკალობა იმაშია, რომ აქ ორია ერთში. ანუ ერთ მხარეს [ნახევარი] არის შოკოლადის პლომბირი, მეორე მხარეს კი ხასხასა თეთრი ვანილის პლომბირი. თან ერთამენთში აშკარად კარგად მორივებულან ისეა ჩასხმული ორივე 🙂 საზღვარიც კი შეიმჩნევა.

ბავშვვს მეტი რა უნდა … მრავალვეროვნება თვალში, სიგრილე და დაუვიწყარი გემო პირის ღრუში. რასაც ვაკვირდები საოჯახო ნაყინების ყველაზე დიდი ასორტიმენტი მგონი თოლიას აქვს. ნახევარ კილოიანი, კილოიანი, 3 კილოიანი და მგონი 5 კილოგრამიანიც კი. ეს ბოლო ეტყობა დიდი ოჯახებისთვისააა გათვლილი.

აუცილებლად იყიდეთ, გასინჯეთ და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი 🙂