ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

“თამაშობანა“-ს მიერ წამოებული ეს სათამაშო ჩემი გამოწვევის მე-16 დღის შენაძენთა შორისაა

ჩემი მე-16 დღის მისია დღეს სტარტაპ მარკეტზე შესრულდა

თამაშობანა“-ს წარმოებული ეს სათამაშო 7 ლარი ღირდა …

ჩემს გოგოს ვუყიდე დღეს ექსპო ჯორჯიაში …

დაიწყო იქვე თამაში …

ისე მოეწონათ იქ მყოფ ბავშვებს, რომ ცოტა ხანში ორნი იყვნენ …

მალე კი სამნი …

თან ათამდე ადამიანი დააკვალიანა (დაეკითხნენ სად იყიდეო) …

პრაქტიკულად უხელფასოდ აკეთებდა ეფექტურ რეკლამას 🙂

 

ეს კი ჩემი დღევანდელი გამოწვევის ვიდეო:

https://www.youtube.com/watch?v=-BpANUg8mTw

 

რატომ 30 დღიანი გამოწვევა და რატომ სწორედ დეკემბერში?

ჩვენი მოტივაცია უმარტივესია: ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი, ვინაიდან როცა ვყიდულობთ ქართულს, ვასაქმებთ ადგილობრივს, ვავითარებთ ადგილობრივ ბიზნესს და ვაძლიერებთ ქვეყანას! გამოწვევის ფარგლებში კი ჩვენი მიზანია ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი და ამ საქმეში ავიყოლიოთ ყველა! დეკემბერი კი არის თვე, როცა მარტო წინასაახალწლო სამზადისში მოსახლეობა 400 მილიონ ლარამდე თანხას ხარჯავს. გამოწვევის შესახებ სრული ინფორმაცია ნახეთ აქ: http://kar.ge/30day-challenge-2017/

სადაც არ უნდა იყოთ … ნუ დაელოდებით სანამ ვინმე გამოგიწვევთ … იყიდეთ 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერი ქართული ბრენდირებული ნაწარმი, ტელეფონით გადაიღეთ ორიგინალური ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი 3 Facebook მეგობარი, ატვირთეთ ვიდეო საკუთარ Facebook პროფილზე და დათაგეთ გამოწვეული მეგობრები, რომელთაც მიეცით 24 საათი იგივეს გასაკეთებლად.