ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ზაზა ფაჩულია

ზაზას აქვს შანსი All-Star-ში ითამაშოს. აი როგორი

ჩემთვის ვფიქრობდი ამას წინათ …

კალათბურთს ხომ მარტო 5 კაცი არ თამაშობს? ხომ არის სათადარიგოთა სკამი? კარგი, დავუშვათ ტოპ ხუთეულში არ მოხვდა, მაინც ხომ არის რაღაც მცირე შესაძლებლობა, რომ ზაზამ ითამაშოს რამოდენიმე წუთი მაინც? ბოლო-ბოლო ბოლო 4 დღის განმავლობაში ყველაზე მეტი – 468,526 ხმა მოიპოვა? და აი ისიც … ყოფილა მცირე, მაგრამ მაინც შანსი …

დღეს გადავაწყდი სტატიას, სადაც დეტალურადაა აღწერილი რა შანსი აქვს ზაზას ითამაშოს. ყველაფერი მწვრთნელების და NBA-ს მამების გადასაწყვეტია. დეტალური ახსნა-განმარტება არის აქ სპორტულ პორტალზე. შეგნებულად არ დავაკოპირებ. იქ ნახეთ …

მიუხედავად იმისა, რომ ზაზას 14 228 ხმა დააკლდა ტოპ სამეულში მოსახვედრად მოდით ვაღიაროთ მარტივი ჭეშმარიტება: ჩვენ NBA-ს ვანახეთ რა შეგვიძლია ერთად!