ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ვასილ ყულჯანიშვილი

[ვიდეო] დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ბოლო თხოვნა თანამებრძოლებმა აასრულეს

ვასილ ყულჯანიშვილი – 31-ე ჯარისკაცი, რომელიც ავღანეთში 23 სექტემბერს დავკარგეთ.

ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ გელას ძე ყულჯანიშვილი დაიღუპა.

ქართველ სამხედროებზე თავდასხმა პირდაპირი ცეცხლით განხორციელდა. სროლების დროს სერჟანტი როსტობაია დაიჭრა. დაჭრილი სერჟანტის ევაკუაციის დროს დაზღვევაზე იმყოფებოდა პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი, რომელმაც შეასრულა თავისი ამოცანა და დაიცვა ქვედანაყოფი. სამწუხაროდ, დაჭრილის ევაკუირების დროს თვითონ სასიკვდილოდ დაიჭრა.

ვასილს თურმე ერთი თხოვნა ჰქონია, რომელიც თანამებრძოლებმა ასე აუსრულეს …