ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ვაშლის ძმარი – ოდა

ქართულია & kar.ge-ა!

იყო დრო ამ პროდუქტს ბევრი მოიხმარდა, უფრო მეტი კი მასზე და მის ჯადოსნურ თვისებებზე საუბრობდა. შემდეგ აქტუალობა დაკარგა და მასზე საუბარიც შეწყდა. დღეს კი მაღაზიაში  ახალი ქართული პროდუქტების შერჩევისას ჩემი ყურადღება მიიქცია ეტიკეტმა  „ვაშლის ძმარი“ დამზადებულია საქართველოში, მწარმოებელი:  შპს “GNP”, თბილისი ვარკეთილის 3, ბ 322. მწარმოებლის შესახებ მხოლოდ ეს ინფორმაციაა მითითებული, მაგრამ Google ისევ დამეხმარა და აღმოჩნდა რომ www.gnp.ge -ზე შეგიძლიათ მწარმოებლის სხვა პროდუქტებსაც გაეცნოთ, თუმცა რამდენიმე პროდუქტი ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობია.

ვაშლის ძმარი ოდა 100%– ით ნატურალურ ნედლეულზე ყოფილა დამზადებული და ამავე დროს ეტიკეტზე შემადგენლობაა მითითებული: წყალი, ძმარმჟავა, ვაშის არომატი, ფერი (აქ მგონი დავიბენი).

სურათზე ჩანს, რომ ბოთლს მოყვება პატარა ქაღალდი, რომელშიც მხატვრულად არის აღწერილი ვაშლის ძმრის როგორც სამკურნალო ასევე კულინარიული შესაძლებლობები, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ რუსულ ენაზე. რატომ? (აქაც დავიბენი).

 

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.