ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ჩაის ექსპორტი

ექსპორტის შანსი: თურქმენეთსა და ირანში მაღალხარისხიანი ქართული ჩაი უნდათ

დღე არ გავა, ვინმემ რომ არ დარეკოს ჩემს მობილურზე …

ხან 1.5 ტონიანი პლასტმასის ავზი უნდათ, ხან კიდევ თაფლის ყიდვა, ხან კიდევ ღმერთმა იცის რა  … ეს ყველაფერი იმიტომ, რომ kar.ge მუშაობს და დაინტერესებული ადამიანები გვნახულობენ!

დღეს მაგალითად მირეკავს ადამიანი, რომელსაც აინტერესებს თურქმენეთში და ირანში გაიტანოს  ქართული ჩაი, უმაღლესი ხარისხის შავი და მწვანე ჩაი. დაფასოებული, დაუფასოებელი სულ ერთია, მთავარია უმაღლესი ხარისხის იყოს და მთავარია იყოს, იმიტომ რომ ვერ პოულობს. ქართულ ინტერნეტში ხომ ვერაფერს ნახავ ქართული კომპანიების შესახებ … მოკლედ კაცმა ბევრი ვერაფერი ნახა გარდა ჩემი ტელეფონის ნომრისა და დამირეკა. გავისაუბრეთ. საუბის დასრულებისთანავე ავიღე ტელეფონი, ჩემს ნაცნობ ჩაის მწარმოებლებს გადავურეკე და ამ ადამიანის საკონტაქტო ინფორმაცია [სახელი, გვარი, ტელეფონი] გადავეცი.

მოკლედ,

თუ აწარმოებთ უმაღლესი ხარისხის შავ ან მწვანე ჩაის, გაქვთ დარჩენილი რამე პარტია და გაინტერესებთ ექსპორტი, დაგვიკავშირდით – 577 73 79 64 და დაგაკავშირებთ საჭირო ადამიანთან.