ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ექსპორტის რეალური შანსი შოტლანდიის სამეფოში! მწარმოებლებო, გამოიყენეთ!

დიდ ბრიტანეთში შემავალ ამ ქვეყანას ჩვენში უფრო ცნობენ ფილმი “მამაცი გული”-თ და შეძახილით “Freedom”, თუმცა ცოტამ თუ იცის მისი შესაძლებლობები ქართული ნაწარმის ექსპორტის თვალსაზრისით. მაშ ასე, გაიცანით …

შოტლანდიის სამეფო
მდებარეობა: ბრიტანეთის კუნძულის ჩრდილო ნაწილი
დედაქალაქი: ედინბურგი
ტერიტორია: 77,933 კმ2
მოსახლეობა [2016]: 5,4 მილიონი
მთლიანი შიდა პროდუქტი – GDP [2013, ნომინალური]: 245,2 მილიარდი USD
GDP ერთ მოქალაქეზე [2013, ნომინალური]: 45,904 USD
[რიცხვების წყარო ვიკიპედია]

შედარებისათვის: საქართველოს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ მოქალაქეზე 4,000 USD-ც არ არის.

 

2017 წლის 29 სექტემბერს შოტლანდიის მთავრობის ხელშეწყობით დაარსდა ქართული ცენტრი შოტლანდიაში. ცენტრის დირექტორია ქ-ნი მაია გიგიბერია, რომელიც მრავალი წელია შოტლანდიაში ცხოვრობს და საქმიანობს. ორგანიზაციის მიზანია ქართული კულტურის წარმოჩენა და პოპულარიზაცია, შოტლანდიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარება და გაღრმავება, ქართული სათვისტომოს გაძლიერება.

ღონისძიება

პირველად შოტლანდიაში 20 იანვარს 3-დან 6 საათამდე ცენტრი ატარებს ქართულ კულტურულ ღონისძიებას გლაზგოში. ღონისძიება დაფინანსებულია შოტლანდიის მთავრობის მიერ. იხილეთ ღონისძიების მოკლე ანონსი გლაზგოს რეიტინგულ მედია გამოცემაში. პროგრამაშია ქართული 20-30 წუთიანი ფილმის ჩვენება, შემდეგ ქართულ სიმღერას შეასრულებენ შოტლანდიის ქართული სიმღერის გუნდი სკოტები და შემდეგ სტუმრები დააგემოვნებენ ქართულ საკვებს და ღვინოს.

დამსწრე საზოგადოება

საპატიო სტუმარს შორის არიან მმართველი პოლიტიკური გუნდის წევრები, შოტლანდიის პარლამენტარები, ბრიტანეთის პარლამენტარები, ევროპის პარლამენტარები, შოტლანდიის პრემიერ მინისტრი (ამ ადამიანებს ქ-ნი მაია პირადად იცნობს). აგრეთვე მოდიან საკრებულოს 4 წევრი და შოტლანდიის პარლამენტის მედიის რედაქტორი. ასევე ღონისძიებაზე იქნება პოლონეთის სათვისტომოს დირექტორი, რომელიც უზომოდ შეყვარებულია საქართველოზე და საკუთარი ფეისბუკ გვერდზე რეკლამას უკეთებს ქართულ ღვინოს და ტურიზმს საქართველოში.

ქალბატო მაიას ძალიან სურს VIP სტუმრებს გაუკეთოს საჩუქარი – ქართული ღვინო, რომ დააინტერესოს ისინი ქართული ნაწარმით. დამსწრე აუდიტორიის კლასი და მათ კავშირები გასაღებია შემდგომი წარმატებული ურთიერთობების განვითარებისათვის, რაც ქართულ ნაწარმს გზას გაუხსნის შოტლანდიის ბაზარზე.

ჩართულია საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთში

ქალბატონი თამარ ბერუჩაშვილი – საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში მოწვეულია სხვა თანამშრომლებთან ერთად. აგრეთვე მოწვეულები არიან დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოდან.

ექსპორტის კონკრეტულ პოტენციალთან დაკავშირებით …

თავად ის ფაქტი, რომ ღონისძიებას სერიოზული VIP სტუმრები ესწრებიან, არის მნიშვნელოვანი კავშირების განვითარების თვალსაზრისით … რითაც ნებისმიერი ექსპორტი იწყება როგორც წესი. თუმცა არის კონკრეტული შანსებიც.

გლაზგოში ცხოვრობს დაახლოებით 100 კაცი, პატარა ქართული სათვისტომოა, მაგრამ ქართული ნაწარმი კარგად გაიყიდება. შოტლანდიელებს ძალიან უყვართ დალევა, ვისკის საერთოდ არ სვამენ, ღვინო, არაყი და ლუდია მათი ტრადიციული სასმელი. ყოველ პარასკევს და შაბათს სვამენ, თან ბევრს. აქ არის ბარები, ძირითადად იქ დადიან დასალევად. თავად ქალბატონი მაიას 2 შოტლანდიელ მეგობარს აქვთ საკუთარი ბარები, მათთაც ეპატიჟება ღონისძიებაზე და ქართული ნაწარმის მათთან შეტანაზე მოხდება დალაპარაკება.

შოტლანდიელები ძალიან მეგობრული ხალხია, არაფერი იციან საქართველოზე, რადგან პირველი ქართული ცენტრი ეხლა გაიხსნა და ძალიან უხარიათ. სტუმრებს შორისაა შოტლანდიელი ქალბატონი, რომელსაც აქვს ტურისტული და შოტლანდიელებს იწვევს სვანეთში. ეს ქალბატონიც იქნება ღონისძიებაზე და იმღერებს ქართულ სიმღერას.

საკონტაქტო პირი

მაია გიგიბერია
მობ: 07477117075
ელფოსტა: maiagigiberia@yahoo.com
Twitter: @maiagigiberia
https://www.facebook.com/mgigiberia

 

მწარმოებლებო,
როგორ შეიძლება მოხვდეს თქვენი ნაწარმი ღონისძიებაზე?
სამი გზა არსებობს:

  1. გააგზავნოთ თქვენი ნაწარმი ქალბატონ მაიასთან. ამ შემთხვევაში საფოსტო მომსახურების გამოყენება იქნება საჭირო კილოგრამის გაგზავნა შეიძლება დაგიჯდეთ 5 ფუნტი მაინც (ფოსტის მომსახურება). ქ-ნი მაია ადგილზე უზრუნველყოფს თქვენი ნაწარმის ღირსებულად წარმოჩენას და თქვენთვის საინტერესო კონტაქტების გადმომისამართებას.
  2. თუ მსურველთა რაოდენობა დიდი იქნება და ამას აზრი ექნება, შეიძლება ჩავიდე მე პირადად – ტარიელ ზივზივაძე და თან წავიღო ქართული ნაწარმი და წარმოვადგინო ქართული კუთხე ღირსეულად. გენერირებულ კონტაქტებს გადმოვამისამართებ რა თქმა უნდა თქვენსკენ, მწარმოებლებისკენ.
  3. შეგიძლიათ თავად ჩახვიდეთ ღონისძიებაზე და თავად წარმოადგინოთ თქვენი ნაწარმი, დაამყაროთ კონტაქტები. შოტლანდიაში ჩასასვლელად ვიზაა საჭირო, რომლის ფასი ხშირად იცვლება, სასტუმრო 2 დღე კვებით ასე 100- 200 ფუნტამდე დაგიჯდებათ. მგზავრობაც 200-300 ფუნტი, გააჩნია რომელ რეისით წახვალთ.

დასკვნა:

თუ მართლა მწარმოებელი ბრძანდებით და შოტლანდიაში ექსპორტი გაინტერესებთ, ვფიქრობ იცით რა ნაბიჯი უნდა გადადგათ შემდეგი …