ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ნიკო-ნიკოლაძე-#1

როგორ უნდა გაძლიერდეს ეროვნული ვალუტა? ნიკო ნიკოლაძე /აზრი #1/

#1 – სანამ ჩვენ არ მოვარხებთ ისე მოვაწყოთ საქმე, რომ მეტი ღირებულების საქონელი გავიტანოთ, ვიდრე შემოვიტანოთ, მანამდე ჩვენი ვალუტა იქნება სუსტი და დაცემული.

ნიკო ნიკოლაძე, 1843-1928

“პლიუსში” რომ დარჩე და განვითარდე უბრალოდ ექსპორტი საკმარისი არ არის, საჭიროა ეს ექსპორტი იმპორტზე მეტი იყოს.  მრავალ დიდ ეკონომისტს აქვს თავი პოზიცია დაფიქსირებული ამ თემაზე, თუმცა სხვა სიტყვებით.

მე გადავწყვიტე მოვიძიო დიდი ქართველების გამონათქვამები ბიზნესის შესახებ და ფართო საზოგადოებას მივაწოდო ისინი 3 მიზეზის გამო:

  1. ჩვენ გვყოლია დიდი ადამიანები. მათ ჰქონდათ თავიანთი ისეთი მოსაზრებები, რომელთა დიდ ნაწილს დღესაც შენარჩუნებული აქვს აქტუალობა;
  1. კი მართალია მაგალითად ფარნავაზის დროს ბიზნესი როგორც ჩვენ დღეს ეს ჩვენ გვესმის „არ ქუხდა“, არც ბოლო 2 საკუნის განმავლობაში გვაცლიდა ჩვენი რეალობა სული მოგვეთქვა, მაგრამ ყოველთვის იყო ვაჭრობა, ხელოსნობა, მომსახურება და ფინანსური მომსახურებები. მოდით ვაღიაროთ – ჩვენ არ ვიცნობთ საქართველოს ბიზნეს ისტორიას;

და ბოლოს,

  1. ყელში ამომივიდა უმეცართა კეკლუცობები უცხოელთა ნააზრევის ირგვლივ. ნუ დაემონებით კერპებს! კარგია თუ სტივ ჯობსს ან ბილ გეიტს რაღაც უთქვამთ, მაგრამ მოდი ჩვენ ჩვენი ისტორია ვიცოდეთ ჯერ.

ხის სიმაღლე ფესვებიდან იზომება!