ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ერთი, ორი და ...

ერთი, ორი და …

ცოლს, რომელსაც 50 წლის განმავლობაში ერთხელაც არ უჩხუბია ტეხასელ ქმართან, ინტერვიუს უღებენ.

-მემ, თქვენ 50 წელიწადს იცხოვრეთ ქმართან. როგორ მოხდა რომ ერთხელაც არ გიჩხუბიათ?

-ყველაფერი ძალიან მარტივადაა. როდესაც შევუღლდით ჩემმა მეუღლემ ურიკაზე დამსვა და თავის რანჩოში წამიყვანა. გზად ცხენმა წაიბორძიკა და ჩემმა ქმარმა თქვა – „ერთი“. 15 წუთის შემდეგ ცხენმა კიდევ ერთხელ წაიბორძიკა. ჩემმა ქმარმა თქვა – „ორი“. ბოლოს, როდესაც რანჩო გამოჩნდა ცხენმა კიდევ წაიბორძიკა და ჩემმა ქმარმა თქვა – „სამი“, იარაღი ამოიღო და ცხენს ესროლა.
მე რა თქმა უნდა შემეცოდა ცხოველი, კივილი დავიწყე და ისტერიკაში ჩავვარდი.

-მერე რა მოხდა?

-ჩემმა ქმარმა თქვა – „ერთი“