ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

დღე #8: ნუცუბიძის 82-ში მდებარე „პაპრიკა“ – კახური ზეთი, ჯემი და წითელი დოლის შავი პური თეოლინისგან

ნოემბერის დასაწყისში პაპრიკას პირველად რომ ვესტუმრე, ობიექტი ახალი გახსნილი იყო და ნელ-ნელა იტვირთებოდა. პრაქტიკულად ნახევრად ცარიელი იყო …

ამ ორიოდ დღის წინ რომ შევედი და ეს პროდუქცია ვიყიდე [სულ 13.6 ლარი გადავიხადე მგონი] უკვე სერიოზულად შევსებული იყო ობიექტი. თან ღამე იყო და შუქები ძალიან ლამაზად აფორმებდა ინტერიერს და ექსტერიერს.

მადლობა სალომე, რომ პაპრიკა შესძინე ქალაქს!!!

რა ვიყიდე?

  1. ნაღდი კახური არარაფინირებული ზეთი. ამ მომენტში [2016 წლის დეკემბერის დასაწყისია] შანსი არაა სხვაგან ქართული მზესუმზირის ზეთი იყიდო [მე ყოველ შემთხვევაში არ ვიცი ასეთი ადგილი]. ვიცი რომ კეთდება მზესუმზირას ზეთის წარმოება, მალე ჩამოასხამენ და როცა გამოვა მერე შევცვლი ჩვენებას. ეს ზეთი ლიტრი ღირს 5 ლარი. ძვირია, მაგრამ უმაგრესია! პაპრიკა ერთადერთ ადგილია ქალაქში, სადაც ამ ზეთს შეიძენთ.
  1. ჯემი „ყინული“. ამ ჯემში რომელის მგონი 200 გრამამდე იქნება და 5.6 ლარი ღირს 4 ხილია: ასკილი, ვაშლი, ლიმონი, ფორთოხალი. უგემრიელესია!!!
  1. თეოლინის მიერ წარმოებული წითელი დოლის ხორბლისგან გამომცხვარი შავი პური. 2 ლარი ღირს და ძალიან გემრიელია! ნაღდია!

 

ინფორმაციისათვის:

#30დღიანიგამოწვევა #ძალაერთობაშია მოძრაობა KAR.GE-ს ინიციატივაა, რომელიც უკვე მეხუთედ ტარდება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.