ლაღიძის წყალი ბოლოს როდის გასინჯეთ?
დღეს ლაღიძის წყალის რესტორანში, გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაში, ჩამოსასხლელი ლიმონათი შევიძინე. ფაქტიურად ისტორიას შევეხე! არომატიც და გემოც სხვანაირი აქვს. სახლში ბავშვებმა გემო ასე დაახასიათეს: უცნაური!
ლაღიძის წყალი – ცოცხალი ისტორიაა, ოღონდ დღეს გავიგე, რომ მხოლოდ 3 ბრენდული რესტორნითაა ბაზარზე შემორჩენილი. აქ უგემრიელესი ხაჭაპურები და ლობიანები ცხვება და და აი ის ორიგინალი ჩამოსასხმელი მინის ჭურჭლები რომ არის, სახელი არ მახსოვს, ისინი აქვთ … 5 ცალი … თითო თითო არომატისთვის …
1 ლიტრი ჩამოსასხმელი ლიმონათი ღირს 3.5 ლარი …
პეტის ბოთლში გისხამენ, პრაქტიკულად იქვე გიკეთებენ ლიმონათს, ბოთლს ბრენდულ ეტიკეტს არტყამენ და voala … ლიმონათიც მზადაა. საწარმოო გზით დამზადებულ ლიმონათზე 2-ჯერ ძვირია, რაც ვერაა მთლად კარგი.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბრენდის FB გვერდს.
ინფორმაციისათვის:
#30დღიანიგამოწვევა #ძალაერთობაშია მოძრაობა KAR.GE-ს ინიციატივაა, რომელიც უკვე მეხუთედ ტარდება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.
იყიდე ნებისმიერი ქართული წარმოების ბრენდირებული ნაწარმი 1-30 დეკემბერის პერიოდში და გამოიწვიე შენი 3 Facebook მეგობარი. ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, აძლიერებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
გამოწვეულთ გაქვთ 24 საათი იმისათვის, რომ იყიდოთ საქართველოში წარმოებული ნებისმიერი ბრენდირებული ნაწარმი, გადაუღოთ სურათი, გამოაქვეყნოთ ფოტო თქვენს Facebook პროფილში და გამოიწვიოთ თქვენი 3 Facebook მეგობარი ამ ქართულ საქმეში!