ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

კიდევ ერთი დიდი წარმოება … გაჩერდა …

ე.წ. disclaimer-ი: ნუ მკითხავთ კონკრეტიკას (დასახელებებს მაგალითად), მაინც ვერ მიიღებთ პასუხებს ჩემგან! უბრალოდ მენდეთ, სიტყვებს ჰაერზე არსოდეს ვისვრი!

22-23-ში იცით რომ „ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2017“ ვაწყობთ …
ჰოდა, ყოველდღიურად ათობით მწარმოებელთან მიწევს საუბარი …
დღე არ გავა, რომ არ გავიგო კიდევ ერთი საწარმოს გაჩერების ან დახურვის ამბავი …
დღეს კი ისეთი წარმოება გაჩერებულა, ვერ მოვითმინე … უნდა გამეზიარებინა!!!

 

შენიშვნა: საუბარია მრავალმილიონიან ინვესტიციაზე, საათივით აწყობილ წარმოებაზე, რომელიც უნიკალურ პროდუქტს აწარმოებდა კაი გვარიანი ბიზნეს გამოცდილების ქართველების ხელში. ვინც რაც უნდა იფიქროთ, აქ საუბარია არაა რამე ისეთ ფაქტორზე, რომელმაც შეიძლება ბიზნესზე ზეწოლად „მოინათლოს“ გარე ელემენტების მხრიდან. უბრალოდ მოცემულობაა ამ ქვეყანაში ისეთი, რომ …

 

მოკლედ, დღეს ვესაუბრე ერთი საკმაოდ სერიოზული წარმოების წარმომადგენელს და „გავაჩერეთ საწარმო“-ო … რატომ მეთქი? აზრი არ აქვს აქ წარმოებას და „კაპიტალი სხვა მიმართულებით ჩადეს დამფუძნებლებმა“-ო.

ის, რაც დღეს არ უთქვამს, მაგრამ ადრე გვისაუბრია არის: ზოგადად ქართული ნაწარმისთვის შიდა ბაზარზე გაყიდვების თემის უპატრონობა, ბევრმა ქსელმა არ შეიტანა მათი ნაწარმი, ვისთანაც შეიტანეს წესიერ ადგილას განთავსებაზე აღრიტინა, გაყიდულის ფულის გადმორიცხვის დაგვიანება არ უხსენებია მაგრამ ხომ ვიცი რომ გავრცელებული სენია ამ დროს, ექსპორტზე პროდუქციის გატანის შანსი რომ ჰქონდათ სერტიფიკატი არ მისცეს და მრავალ მილიონიანი საქმე ჩაუვარდათ, იწვალეს, იჯახირეს რამოდენიმე წელი და ამოუვიდათ ალბათ ყელში. ადამიანები ვართ ყველანი …

ეს ხალხი არ ადგება და ამ თემაზე ხმამაღლა არ ისაუბრებს, მაგრამ მე ხომ შემიძლია გაგიზიაროთ ეს ამბავი? მე ხომ შემიძლია სათქმელი ვთქვა ისე, რომ რეალურ პრობლემას გავუსვა ხაზი?

იცით რა არის საგანგაშო? ის კი არა რომ წარმოება გააჩერეს … ბევრი გაჩერებულა და მერე გაუახლებიათ … არამედ ის, რომ წარმოებას საქართველოში აზრი არ აქვსო … აქ იმაზე არაა საუბარი, რომ სტარტაპერმა იმდენი აწარმოოს რომ ორიოდ ოჯახი გამოკვებოს, აქ რეალურ დოვლათის შემქმნელ მასშტაბურ წარმოებაზეა საუბარი.

მწარმოებლებს კი პირდაპირ ვეტყოდი შემდეგს:

სანამ ასეთი დაქსაქსულები იქნებით, სანამ საერთო საქმეში გაერთიანებას არ ისწავლით და წესად არ გაიხდით, მანამ არაფერი ეშველება ამ სიტუაციას და ასე რიგ-რიგობით გაქრებით ბაზრიდან უახლოეს 3 წელიწადში! თქვენს ადგილს კი დაიკავებს იმპორტი!