ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

[ფოტოები] 26 მაისი, “დამზადებულია დედოფლისწყაროში”

ასეთი ღონისძიება საქართველოს ყველა დასახლებულ ადგილას უნდა ჩატარდეს მასიურად და წელიწადში ერთხელ კი არა, მუდმივ რეჟიმში …

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა დედოფლისწყაროს პურის, ღვინისა და ფოლკლორის ფესტივალი და გამოფენა-გაყიდვა ,,დამზადებულია დედოფლისწყაროში“, სადაც მუნიციპალიტეტის სოფლებმა და ადგილობრივმა მეწარმეებმა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს. ფესტივალის პარალელურად მიმდინარეობდა სპორტული და საკონცერტო ღონისძიებები.

რა იყო წარმოდგენილი? ხილი, ბოსტნეული, რძე და რძის პროდუქტები, კახური ჩურჩხელა და ჩირი, თაფლი და ფუტკრის პროდუქტები, ხორცი და ხორცპროდუქტები, ღვინო, პირუტყვის საკვები, ცოცხალი პირუტყვი, ფარშევანგები და ხოხობიც კი, ხელნაკეთი ნივთები, დანული კალათები, ცოცხალი საქონელი, სასოფლო სამეურნეო ტექნიკამაც კი ჩამოიარა აღლუმზე.

ღონისძიებაში ჩართული იყვნენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ჯავახიშვილი, გამგებელი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და ხორნაუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი მეუფე დიმიტრი და კახეთის გუბერნატორი, ირაკლი შიოლაშვილი შეუერთდა. იდეის ავტორიც და ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორიც – ბექა გონაშვილიც მონაწილეობდა თავისი საწარმოს პროდუქციით.

,,წარმოებულია დედოფლისწყაროში“ ისევე, როგორც პურის, ღვინისა და ფოლკლორის ფესტივალი, მიზნად ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.

ეს ფოტოები ერთის მხრივ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის Facebook გვერდიდან, მეორეს მხრივ კი იდეის ავტორის – ბექა გონაშვილის Facebook პროფილიდან ჩამოვტვირთე თქვენთვის.