ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
გურულები სამოთხეში

გურულები სამოთხეში

გურული ცოლ-ქმარი სიკვდილის შემდეგ სამოთხეში მოხვდა.
მიიხედ-მოიხედავენ და … ულამაზესი ბაღი, სარწეველა სავარძლები, ჩიტების გალობა…
ქმარი მიუბრუნდა ცოლს ეუბნება:
– ახლა ხომ ხარ ღირსი, რომ გემრიელად გაგინო?
– რისთვის?
– რომ გადამაყოლე გერკულესის დიეტას, იმისთვის. წესით, ერთი სამი წელია, უკვე აქ უნდა ვყოფილიყავი …

🙂 🙂 🙂 🙂 🙂 🙂

** სურათზე პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/