ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
გოლიათი სვანი VS მეგრელები

გოლიათი სვანი VS მეგრელები

სვანისვანებს და მეგრელებს ომი აქვთ. გადმოდგა გორაზე გოლიათი სვანი და ხმამაღლა იძახის:
– აბა‚ ათი მეგრელი‚ ვისაც გული გერჩით‚ ამოდით‚ შევებათ ერთმანეთს.
შეგროვდა ათი მეგრელი და ავიდნენ. ორი დღის შემდეგ ისევ გადმოდგა ის გოლიათი.
– აბა‚ ვისაც არ შეგეშინდათ… ათ მეგრელს ვიწვევ‚ ამოდით‚ შევებათ.
კიდევ შეგროვდა ათი მეგრელი, ავიდნენ… ორი დღის შემდეგ ისევ გადმოდგა გოლიათი.
– აბა‚ შემდეგი ათი მეგრელი!
ამ დროს გორაზე გადმოფორთხდა ერთი გადარჩენილი მეგრელი და ყვირის:
– არ ენდოთ‚ გვატყუებს‚ ჩასაფრებაა… იქ კიდევ ორია!
🙂 🙂 🙂 🙂 🙂

** სურათზე სვანის პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/