ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

[კვლევა] გლობალურ VS ადგილობრივი ბრენდი. ყიდვის 5 ფაქტორი

Nielsen-ის ეს კვლევა ჩატარდა 2015 წლის მე-3 კვარტალში, თუმცა შიგნით ისეთი დასკვნებია, რომ ალბათ კარგა ხანი იქნება „სახელმძღვანელო“ დარგის ექსპერტებისათვის. ქვემოთ მხოლოდ დასკვნებს შემოგთავაზებთ, მთავარ ამონარიდებს, უფრო ვრცლად თუ გაინტერესებთ ნახეთ ეს სტატია.

  1. მომხმარებლებს ადგილობრივი ბრენდები უფრო ურჩევნიათ, ვიდრე გლობალური ბრენდები როგორ შეუფუთავ, ასევე შეფუთულ კატეგორიებში. რესპოდენტების ადგილობრივი/გლობალური პრეფერენციები ასეთია: ახალი ბოსტნეული – 68/11 [ანუ 68% ურჩევნია ადგილობრივი, 11 % გლობალური], ახალი ხორცი – 66/13, ხილი – 64/12, ზღვის პროდუქტები – 57/18, იოგურთი – 52/22;
  2. ბრენდის არჩევის მთავარი მიზეზები ყველგან ერთია: 1) უკეთესი ფასი/ხარისხი თანაფარდობა, 2) ბრენდთან ურთიერთობის დადებითი გამოცდილება, 3) უსაფრთხო ინგრედიენტები და დამუშავების პროცესი, 4) პროდუქტის უკეთესი სარგებლიანობა, 5) მარკეტინგი/გაყიდვები;
  3. ყოველი 10 რესპოდენტისგან 6 ამბობს, რომ ადგილობრივს ყიდულობს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების მოტივაციით. განწყობა ყველაზე მაღალი – 65% არის ჩრდილოეთ ამერიკაში;
  4. ონლაინ ყიდვისას მომხმარებლები უფრო ხანგრძლივვადიანი გამოყენების, მაგალითად ელექტრონულ პროდუქციას ყიდულობენ მსოფლიო ბრენდებისას, სამომხმარებლო პროდუქციას კი ადგილობრივი ბრენდებისას;
  5. გლობალური რესპოდენტების 21% აზრით ეროვნული სიამაყე ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რის გამოც ისინი ადგილობრივ პროდუქციას იძენენ;

ჩამაფიქრებელია …