ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
გინდა შენს სახელზე ხე დაირგოს? იცი რა ადვილი გახდა ეს Treepex აპლიკაციით?

გინდა შენს სახელზე ხე დაირგოს? იცი რა ადვილი გახდა ეს Treepex აპლიკაციით?

ქართული სიბრძნის მიხედვით ცხოვრებაში სამი რამ უნდა გააკეთო კაცმა: სახლი უნდა ააშენო, ხე უნდა დარგო და შვილი უნდა გყავდეს. აჰა თქვენ შანსი, რომ მეორეს ეგრევე გამოკრათ ხელი. 2 დღის წინ გავიგე ამ სტარტაპის შესახებ და ძალიან მოვიხიბლე. იმიტომ კი არა რომ იდეაა ცეცხლი და გარემოსთვის სასარგებლო, არამედ იმიტომ, რომ თითოეულ ადამიანს საშუალებას აძლევს თავისი წვლილი შეიტანო იმ დიდ საქმეში, რასაც გარემოს დაცვა ჰქვია.
ჰოდა,
>>შევედი Google Play-ში
>> მოვძებნე Treepex
>> დავაყენე
>> გავხსენი
>> რეგისტრაცია მთხოვა. დავრეგისტრირდი
>> მერე კი გავიჭედე … შემდეგი სვლებია QR კოდის დასკანერება, სურათის გადაღება და გაზიარება, რომელიც ვერ გავაკეთე იმიტომ, რომ QR კოდიანი არაფერი მქონდა ნაყიდი. თუმცა არა უშავს … ქვემოთ ამ ვიდეოდან გავიგე, რომ მომავალში, როცა Treepex-ის QR კოდიან რამეს ვიყიდი, შემეძლება ამ აპლიკაციით სარგებლობა და ჩემს სახელზე ერთი ხე დაირგვება.

ამ ვებსაიტზე ძალიან კარგადაა აღწერილი, თუ რა არის Treepex. სტარტაპს აქვს Facebook გვერდიც. ნახეთ ვიდეო, სადაც სრული შთაბეჭდილება შეგექმნებათ დეტალების ირგვლივ. ცალსახად უნდა აღვნიშნო, რომ დაბრენდილი გაქვთ იდეალურად!

ჩემი აზრით ამ აპლიკაციას დიდი მომავალი აქვს. პირველი თვე უჩვენებს მის სარგებლიანობას. თუმცა დავინახე მნიშვნელოვანი შეზღუდვა, რომელიც მე მაგალითად მაფერხებს, რომ ამ კარგ საქმეში წვლილი შევიტანო. ანუ მინდა იყოს ასეთი შესაძლებლობაც:

იმისათვის, რომ ჩემს სახელზე ხე დაირგოს მე ეხლა რაღაც უნდა ვიყიდო, QR კოდი დავასკანერო და ა.შ. და ა.შ. და ა.შ. … ვისურვებდი, რომ მე პირდაპირ აპლიკაციიდან შემეძლოს [იყოს ასეთი არჩევანი] ჩემი სახელობის ხის დარგვა. მეტიც, რამოდენიმე ხის დარგვაც კი სხვადასხვა ადგილას [ყოველგვარი ნივთის ყიდვის გარეშე და ყოველგვარი QR კოდების სკანირების გარეშე]. მე თითო ხის დარგვაში 20 ლარს გადავიხდიდი თავისუფლად და ზუსტად მეცოდინებოდა რომ ის ხე დაირგვება და მას პატრონი ეყოლება. აი ამაში მარტო მე კი არა ბევრი სხვაც გადაიხდიდა ფულს. რატომ? უბრალოდ გადათვალეთ რა დაგიჯდებოდათ ხის დარგვის კამპანიის ჩატარება [თუნდაც 20 ხე რომ დარგო] 10 ადამიანის მონაწილეობით და დამერწმუნებით, რომ ამ თემას აქვს პერსპექტივა.

თქვენ რა თანხას გადაიხდიდით იმაში, რომ თქვენი სახელობის ხე დაირგოს, მისი სურათი გამოგიგზავნონ და იცოდეთ, რომ სადღაც, საქართველოს ნაკრძალში, თქვენს სახელზე ხარობს ხე, რომელიც წელიწადში 4 ადამიანის სამყოფ ჟანგბადს გამოიმუშავებს 400-ზე მეტი წლის მანძილზე?