ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
გენმოდიფიცირებული

1 ივლისიდან გენმოდიფიცირებული პროდუქტი უნდა გამოირჩეოდეს სათანადო მარკირებით

ვის სურს მე-6 თითი? ან მესამე ყური? ან მეხუთე კიდური? ამიერიდან საქართველოში გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტები შეგიძლიათ არა მხოლოდ ამოიცნოთ სათანადო ეტიკეტით, არამედ უზომოთ დიდი რაოდენობით მიირთვათ კიდეც საიმისოდ, რომ გახდეთ უნიკალური … [კი იზამს ამას ზოგიერთი] …

ეხლა კი დავსერიოზულდეთ …

პარლამენტმა ჩემი აზრით სწორი გადაწყვეტილება მიიღო. გენმოდიფიცირებული პროდუქტი უნდა გამოირჩეოდეს დახლზე და მომხმარებელი უნდა ხედავდეს სათანადო „დამღას“. 2015 წლის 1 ივლისიდან ყველა სასურსათო პროდუქტი, რომელიც გენეტიკურად მოდიფიცირებულ ელემენტებს შეიცავს და მასზე სათანადო აღნიშვნა არ არის, უკვე არღვევს კანონს. ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში ბიზნეს ოპერატორი დაჯარიმდება 5000 ლარით პროდუქტი კი ნადგურდება.

ეს არის შანსი საქართველოში წარმოებული ყველა „ნატურალური“ პროდუქტისათვის, რომელსაც ამ ნიუანსით დიფერენცირების გზით შეუძლია კონკურენტული უპირატესობის მოპოვება მომხმარებლის თვალში იმპორტულ კონკურენტებთან შედარებით.

მთელი იდეა ისაა, რომ ვიცოდეთ რას ვჭამთ ჩვენც და რას ვაჭმევთ ცხოველებს. მაგრამ რა ვუყოთ რომ ქართველ მყიდველს ეტიკეტების წაკითხვა არ უყვარს?

დამატებითი დეტალები:

  1. თანამედროვე ბიოტექნოლოგიის გამოყენებით დამზადებული სურსათი, რომლის შემადგენლობაში გენეტიკურად მოდიფიცირებული კომპონენტები სურსათის საერთო მასის 0,9% – ზე მეტია, ექვემდებარება ეტიკეტზე შავალდებულო აღნიშვნას.
  1. თუ სურსათი შეიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ მხოლოდ ერთ ინგრედიენტს, მაშინ წარწერა “გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი” “(გმო)” უნდა მიეთითოს სურსათის დასახელებასთან ახლოს.
  1. თუ სურსათის შემადგენლობაში შედის ორი ან მეტი ინგრედიენტი, რომელთაგან ერთერთი გენმოდიფიცირებულია, მაშინ წარწერა “გმო” უნდა განთავსდეს “შემადგენლობაში” ინგრედიენტთა ჩამონათვალში გენმოდიფიცირებული ინგრედიენტის გასწვრივ.
  1. სურსათი, რომელიც არ შეიცავს დნმ-ს და დამზადებულია გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმისაგან, ექვემდებარება სავალდებულო აღნიშვნას ეტიკეტზე ნედლეულის წარმოშობის ქვეყნის მიერ წარმოდგენილი დეკლარაციის შესაბამისად.
  1. “გმო”-ს შემცველ დაუფასოებელ სურსათს, თუ ის განკუთვნილია საცალო ვაჭრობაში რეალიზაციისთვის, თან უნდა ახლდეს წერილობითი საინფორმაციო ფურცელ-ჩანართები ან/და ბუკლეტები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლისათვის.
  1. “გმო”-ს შემცველ მცირე ზომის დაფასოებულ სურსათზე, რომლის ზედაპირის ფართობი 10 სმ2-ზე ნაკლებია, აუცილებელია განთავსდეს ინფორმაცია – ”გენეტიკურად მოდიფიცირებული სასურსათო პროდუქტი” ან “გმო შემცველი”.

რომ იცოდეთ რომელიც გენმოდიფიცირებული პროდუქტი, იყიდით?