ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

განათლების დესპანი რეგიონების სკოლებს სამეცნიერო ლიტერატურით მოამარაგებს

იცით თუ არა, რომ 10-17 ნოემბერს მსოფლიო მეცნიერების კვირეული აღინიშნებოდა?
რა იცით “განათლების დესპანის” შესახებ?
იცით რა პროექტი განხორციელდა ამ ჯგუფის მიერ?

მსოფლიო მეცნიერების კვირეული საქართველოში მეტად ორიგინალური პროექტით აღინიშნა, რომელშიც ჩართული იყვნენ National Geographic საქართველო, კლუბი FORWARD და პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული მარკეტერთა რამოდენიმე გუნდი. სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა საინიციატივო ჯგუფი – განათლების დესპანი, რომელმაც მიზნად დაისახა ხელი შეუწყოს მსოფლიო მეცნიერების მიღწევებისა და აღმოჩენების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას საქართველოში. გუნდში 4 წევრია: დემეტრე შანშიაშვილი, ნატალია საგინაშვილი, ქეთი ქარსელაძე, ანა აბზიანიძე.

პირველი პროექტი განათლების დესპანმა რეგიონების სკოლების National Geographic-ით ბიბლიოთეკით უზრუნველყოფას მიუძღვნა. გუნდის წევრები 1 კვირის განმავლობაში სთავაზობდნენ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს შეეძინათ National Geographic-ის ბიბლიოთეკა რეგიონების სხვადასხვა სკოლებისათვის. ამ ინიციტივამ საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰპოვა და 1 კვირის მუშაობის შედეგად სამეცნიერო ლიტერატურით 15 -ზე მეტი სკოლა მომარაგდება:

სსიპ სამტერდიის მუნიციპალიტეტის სოფ. ნაბაკევის საჯარო სკოლა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქ. წნორის №3 საჯარო სკოლა
სსიპ – ქალაქ მარტვილის №1 საჯარო სკოლა
სსიპ – ქალაქ ცაგერის საჯარო სკოლა
სსიპ ქალაქ ამბროლაურის №1 საჯარო სკოლა
(ა) იპ სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონი
ა(ა)იპ ცაგერის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია
ბათუმის N2 საჯარო სკოლა
სსიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის №1 საჯარო სკოლა
სსიპ ვახტანგ ფირცხალავას სახელობის დაბა ჩხოროწყუს №2 საჯარო სკოლა
სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დუზაგრამის საჯარო სკოლა
ქალაქ გურჯაანის №1 საჯარო სკოლა
სსიპ – ქალაქ სენაკის №1 საჯარო სკოლა
ჩოხატაურის 1 -ლი საჯარო სკოლა
ი. ვეკუას თბილისი 42 ფიზიკა-მათემატიკური სკოლა
და სხვ.
პროექტის მედია მხარდამჭერია Marketer.ge. პროექტი განხორციელდა შემდეგი კომპანიების მხარდაჭერით: კავკასიის უნივერსიტეტი; საქართველოს უნივერსიტეტი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, სარეკლამო სააგენტო Holmes & Watson, Rafting.ge, Branding.ge, Eventer.ge, კლუბი Egoist, შპს თურმანიძე, შპს ლოჯისტიქს სოლუშენ, თრეველ შოპ ბათუმი, სს ივერია.

პროექტს მხარი დაუჭირეს ფიზიკურმა პირებმაც: კახა შენგელია, ელენე ჯღარკავა, ლაშა საბაძე, დავით ხაჯიშვილი, ირაკლი ცანკაშვილი, დავით მიქელაძე, ქეთევან კრიალაშვილი, ნატალია კობერიძე, თამარ მელია, თამარ მაღალაშვილი, გიორგი შამათავა, თამარ ნინიძე, მაია რობაქიძე, თამარ ქაჩაშვილი, ეკატერინე ბაბუნაშვილი, მიხეილ კოდუას, მარიამ კოჭლავავილი, სოფიო ხუციშვილი, ნინო ბიგვავა, ირაკლი ღუდუშაური, კოკა დევიძე, მეგი ნაჭყებია, ზვიად ბენდელიანი, არინა სამარღანაშვილი, ნინო ბატიაშვილი, ანა ფირცხალაიშვილი, ნინო თოფურია, ნინო წოწორია, ანა აბზიანიძე, დემეტრე შანშიაშვილი, ქეთი ქარსელაძე.

“განათლების დესპანი” განსაკუთრებულ მადლობას უხდის გიორგი თოფურიას.

განათლების დესპანი დიდ მადლობას უხდის ყველა მხარდამჭერს, რომელმაც ამა თუ იმ ფორმით თავისი წვლილი შეიტანა ამ საერთო სასიკეთო საქმეში. საინიციატივო გუნდი უახლოეს პერიოდში საზოგადოების წინაშე ახალი პროექტებით წარსდგება. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: ganatlebis.despani@gmail.com