ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
Walnut & Spice

გაიცანით “Walnut & Spice” – #1 ქართული სამზარეულო ლონდონში მიტანის სერვისით

დღეს კიდევ ერთი ექსკლუზიურად უგემრიელესი თემა გვაქვს თქვენთვის …
ლონდონში აღმოვაჩინე ქართველების მიერ შექმნილი ბიზნესი – Walnut & Spice , რომელიც 5 წელია არსებობს და ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ! მოძრაობა kar.ge დაუკავშირდა მის მფლობელს, ქალბატონ ანა თბილელს და ინტერვიუც შედგა! ალბათ ცოტა ვინმეს თუ უხარია, როცა საზღვარგარეთ მიდის ბედის საძებნელად, მაგრამ როცა ოჯახთან ერთად წახვალ და ქართულ ფესვებზე დაფუძნებულ წარმატებულ ბიზნესს ააწყობ, აი ესაა დასაფასებელი!

მოძრაობა kar.ge: ანა, როგორ მოხვდით ლონდონში?
ანა თბილელი: ინგლისში ჩემს მეუღლესთან ერთად ჩამოვედი 13 წლის წინ, თავიდან მხოლოდ სასწავლებლად, მერე შემოვჩი, როგორც ბევრი სხვა. საერთოდ განათლებით ექიმი კარგიოლოგი ვარ. ვმუშაობდი რუსეთში. იქ დავამთავრე ორდინატურა. ინგლისში რომ ჩამოვედი, როგორც ყველას, სამსახური მჭირდებოდა. ინსტიტუტს, რომელიც თბილისში დავამთავრე, აქაური აკრედიტაცია არ ჰქონდა. ის არ აღმოჩნდა ,,GMC – General Medical Counsel”-ის სიაშიც. მეტიც, გამოცდის გადაბარების უფლებაც არ მომეცა და ახლიდან უნდა დამეწყო სწავლა … თუმცა ჩემი ზოგადი ცოდნა და უნარები ენის, კომპიუტერის, გუნდის მართვის – დამეხმარა და გამომადგა. ამის წყალობით წავედი წინ.

მოძრაობა kar.ge: როდის დაიწყეთ ბიზნესი და რამ განაპირობა ეს? კონკრეტულად რა მომსახურებები გაქვთ?
ანა თბილელი: რაც ჩამოსული ვარ კულინარიაში ვმუშაობ. სხვადასხვა კომპანიებში სხვადასხვა თანამდეობაზე ვიმუშავე. 5 წლის წინ კი დავიწყე ჩემი ბიზნესის წარმოება. მსგავსი მომსახურეობას არცერთი ბიზნესი და რესტორანი არ აწარმოებს. გადავწყვიტე დამეწყო და მომესინჯა ჩემი ძალები.

ჩვენ გვაქვს ონლაინ მაღაზია და სამი ძირითადი მიმართულებით ვმუშაობთ. პირველი – მყიდველი ინტერნეტით უკვეთავს და სურვილის შემთხვევაში იხდის მიტანისას. მეორეა ღინისძიებების მომსახურეობა. მესამე არის ქართული და ევროპული ტექნოლოგიებით ტორტების დამზადება.

მოძრაობა kar.ge: რამდენად ხელსაყრელი გარემოა ბიზნესის საკეთებლად?
ანა თბილელი: ზოგადად გარემო ინგლისში ძალიან ხელსაყრელია ბიზნესის ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის. რა თქმა უნდა არის უამრავი კანონი და რეგულაცია, რომელსაც ვემორჩილებით, მაგრამ ეს წესები ჩვენ გვეხმარება სწორად წარვმართოთ ბიზნესი და დაცული ვიყოთ ჩვენც და ჩვენი კლიენტებიც.

მოძრაობა kar.ge: ქართული სამზარეულოდან რომელი კერძებია განსაკუთრებით პოპულარული?
ანა თბილელი: ძალიან პოპულარულია ფხალები, როგორც ვეგეტარიანული განსვავებული კერძი და ხაჭაპური. ქართველებში ასევე დიდი მოთხოვნილებით სარგებლობს ხინკალი.

მოძრაობა kar.ge: გუნდში ვინ გყავთ?
ანა თბილელი: მუდმივად სამნი ვართ: მე, ჩემი მეუღლე და მზარეული, დამხმარე. როცა დიდი შეკვეთა გვაქვს კიდევ სამი გვეხმარება ხოლმე. ამას გარდა პერიოდულად კონტრაქტით ვთანამშრომლობთ მარკეტოლოგებთან, გვყავს ჩვენი საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, მწერალი, ,,ვებ-დეველოპერი” და ბუღალტერი.

მოძრაობა kar.ge: ძირითადი კლიენტურა ვინაა?
ანა თბილელი: ჩვენი კლიენტები არიან დაახლოებით 50 % ქართველები, 30 % პოსტსაბჭოეელები, ამათგან უმეტესობა – რუსი. დანარჩენი მეხუთედი ბრიტანელები.

მოძრაობა kar.ge: რა ძირითადი სირთულეების გადალახვა მოგიწიათ ბიზნესის განვითარების პარალალურად?
ანა თბილელი: მთავარი სიძნელე იყო ოჯახური ცხოვრების და ყოველღიური საქმიანობის შეთავსება, დროის სწორად განაწილება. მართალი გითხრათ ბევრი სირბილი მიწევს დღის განმავლობაში.

მოძრაობა kar.ge: რა არის თქვენი ბიზნესის მთავარი უნიკალობა, რაც მას სხვა დანარჩენებს შორის გამოარჩევს?
ანა თბილელი: ჩვენი უნიკალურობა არის ის რომ, მომხმარებელს ვაძლევთ საშუალებას სახლიდან გაუსვლელად შეუკვეთოს, გადაიხადოს და მიიღოს მისთვის სასურველი კერძები. ასევე ჩვენ ვთავაზობთ ღონისძიებების მომსახურეობას ქართულ კულინარიულ მოტივებზე. ასეთ სერვისს ართცერთი სხვა კომპანია არ სთავაზობს ლონდონში.

მოძრაობა kar.ge: მოახდინეთ თუ არა ქართული კერძების ადაპტირება ლონდონელ მყიდველზე?
ანა თბილელი: რა თქმა უნდა კერძებს მოუწია მცირედი ცვლილებები როგორც გემოს მხრივ – ნაკლებმარილიანი, ნაქლებად ცხარე და ასევე ვიზუალის მხრივ. განსაკუთრებით ღონისძიებებისთვის მოგვიხდა კერძების ვიზუალის ადაპტირება. ასევე ლონდონში არსებულმა პროდუქტებმა მოითხოვა რეცეპტებში ცვლილებები.

მოძრაობა kar.ge: ვატყობ სარეკლამო თვალსაზრისით ხშირად იყენებთ სხვადასხვა დღესასწაულებს და მიმდინარე ღონისძიებებს და აკეთებთ “დროულ” შეთავაზებებს. ეს რეკლამირების ძირითადი გზაა? სხვა რა საშუალებებს იყენებთ?
ანა თბილელი: აქაური ცხოვრების რიტმმა განაპირობა ის რომ ხალხი ძირითადად აღნიშნავს დიდ დღესასწაულებს და რამოდენიმე ოჯახურს. ამიტომ მართალი ბრძანდებით, ჩვენც ამ დღეებზე გვაქვს აქცენტი გაკეთებული. თუმცა ასევე ვაკეთებთ სხვადასხვა შეთავაზებებს, ფასდაკლებებს, გათამაშებებს, რეკლამას ადგილობრივ გაზეთებში. ასევე კოლაბორაციას სხვა ბრენდებთან და ბიზნესებთან. გაგვაქვს ჩვენი პროდუქცია ადგილობრივ ფესტივალებზე, ბაზრობებზე, სხვადასხვა კონცერტებზე და გამოფენებზე.

ქართული კერძების მასტერკლასებსაც ხშირად ვატარებთ. ვასწავლით ხაჭაპურის, ხინკლის, ფხალეულის კეთებას. თან ქართულ პროდუქციას ვაცნობთ, ვაგემოვნებინებთ. ძალიან პოპულარულია. ყოველთვის გადატვირთვულია. წინასწარ ეწერებიან სანამ გამოვაცხადებთ.

მოძრაობა kar.ge: ვხედავ რომ გაქვთ ვებსაიტიც და Facebook გვერდიც. ინტერნეტ დაკვეთები რეალურად მუშაობს? რა გზით უფრო იღებთ შეკვეთებს?
ანა თბილელი: რა თქმა უნდა! Online ეს არის ჩვენი ძირითადი გზა გაყიდვების. Facebook ძალიან პოპულარულია შეკვეთების მისაღებად.

მოძრაობა kar.ge: რომელი ქართული პროდუქტია ყველაზე მოთხოვნადი?
ანა თბილელი: მზა პროდუქტებიდან ყველაზე პოპულარული არის ღვინო და ჩურჩხელა. სამწუხაროდ საქართველოდან ჩამოტანა დიდ სიძნელეებთან არის დაკავშირებული. ძირითადი ლიცენზირებისა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემებია.

მოძრაობა kar.ge: რა პროდუქტების მიწოდებას ისურვებდით საქართველოდან?
ანა თბილელი: სიამოვნებით შევიძენთ ქართული მომწოდებლისგან ამ და სხვა პროდუქტებს თუ ქართული პროდუქცია ხარისხის შესაბამის სერთიფიკატებს იქონიებს.

მოძრაობა kar.ge: უახლოესი გეგმები რა გაქვთ როგორც ბიზნეს მიზნები, ასევე პირადი?
ანა თბილელი: წელს გეგმა გვაქვს გავფართოვდეთ, გავზარდოთ ბიზნესი. გადავიდეთ მაღაზიების ქსელების მომარაგებაზე. პირადად მე გეგმა მაქვს ახალი ტექნოლოგიები და მეთოდები ავითვისო. ასევე წელს საქართველოში რომ ჩამოვალ მინდა გავიცნო ქართველი კულინარები და მათი შემოქმედება. ვესტუმრო საქართველოს სხვადასახვა რეგიონებს და უკეთ გავიცნო ჩვენი სამზარეულო.

Walnut & Spice ვებსატი, Facebook გვერდი.

იცნობთ საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ ბიზნესს?
აუცილებლად დაგვაკავშირეთ …