ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

რომელი ქართული ბრენდები ჩაერთვებიან წვენების ბრმა დეგუსტაციაში?

საქართველოში ბაზრის 85 % იმპორტულ წვენებსა და ნექტარებს უჭირავთ. საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ჰქონია, რომ იმპორტული უკეთესია და სწორედ ამის დამსახურებაა ეს მაჩვენებელი. ჩვენ კი ვსვამთ შეკითხვას: ნუთუ? ხომ არ შეგვემოწმებინა?

სწორედ ამიტომ 2016 წლის 29 ნოემბერს სასტუმრო Holiday Inn-ში ჩატარდება ქართული და უცხოური წვენების უპრეცედენტო მასშტაბის ბრმა დეგუსტაცია, სადაც 50-მდე მოწვეული დეგუსტატორი შეაფასებს ქართულ და უცხოურ წვენებსა და ნექტარებს.

რატომ წვენები?

დეგუსტაციათა სერია მოძრაობა KAR.GE-ს ინიციატივაა, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წლის თებერვალში გაჟღერდა. 2016 წლის 21 ნოემბერს დიდი ხნის მუშაობისა და თემის გააზრების შემდეგ დაინიშნა პირველი ღონისძიება – წვენების უპრეცედენტო მასშტაბის ბრმა დეგუსტაცია.

მიზეზი მარტივია: ჩვენ გეგმაში გვაქვს იოგურტების, ჩურჩხელას, სვანიური მარილის, ყველის და ა.შ. დეგუსტაციები, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ წვენების დეგუსტაცია არის ყველაზე ადვილი. ეს მოგვცემს საჭირო გამოცდილებას საიმისოდ, რომ უფრო რთულ ამოცანებსაც შევეჭიდოთ.

ჩვენი მიზანია: ბრმა დეგუსტაციის გზით ერთმანეთს შევადაროთ ქართული და უცხოური ბრენდების წვენები /  ნექტარები და გამოვავლინოთ გამარჯვებულები.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ღიად, მაქსიმალური ჩართულობით და მიზნობრივ აუდიტორიასთან პირდაპირი კომუნიკაციით. შესაბამისად ამ სტატიაში შევაჯამებ რა დაზუსტდა 21 ნოემბერის ანონსიდან დღემდე – 25 ნოემბრის დღის ბოლოსთვის.

  1. მოძრაობა GE-სთან ერთად საქმეში მხადამჭერად ჩაერთო ორი ავტორიტეტული ორგანიზაცია – საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია [ horeka.ge ] და ხარისხის ლაბორატორია [ qlab.ge ].
  1. ჩვენ 21 ნოემბერს შევეხმიანეთ 8 ქართული წვენის მწარმოებელ კომპანია/ბრენდს: სანტე, კამპა, ბოტანიკა, სობისური, ლივო, კულა, ენისელი-ბაგრატიონი, ნენა. თითოეულს მივაწოდეთ როგორც ანონსი, ასევე დეტალური გეგმა და პირობები, სადაც მითითებული იყო გამოხმაურების ბოლო ვადაც – 25 ნოემბერი. ჩვენი დიდი სურვილი იყო, რომ უცხოური წვენების წინაშე დაგვეყენებინა რამოდენიმე ქართული მაინც, მაგრამ ფაქტია, რომ გავიდა ეს ვადა და ჩვენ გვაქვს ასეთი მოცემულობა: პრემიუმ სეგმენტში უცხოურ ბრენდებთან ერთად ბრმად შეფასდება ბრენდი „კამპა“, ხოლო დაბალ სეგმენტში ბრენდი „ჩვენი“. არცერთ სხვა ქართულ კომპანიას წინასწარ განსაზღვრულ ვადაში ჩვენთვის პასუხი არ მოუწოდებია.
  1. რაც შეეხება უცხოურ ბრენდებს. ბრმა დეგუსტაციისათვის ჩვენ თითოეული არომატის ორივე კატეგორიაში შევარჩევთ მათ, რომელთაც ვთვლით, რომ ბაზარზე სხვებთან შედარებით გამორჩეული პოზიციები უჭირავთ. ეს ბრენდები იქნებიან: სანტალი, სანდორა, მაია სემია, სადაჩოკი და კიდევ ერთი ან ორი ბრენდი.
  1. უკვე ვმუშაობთ მოწვეულ დეგუსტატორებთან. გვეამაყება, რომ ვკრებთ წარმომადგენლობით შემფასებელთა ჯგუფს. ისინი წარმოადგენენ პრესტიულ სასტუმროებს, რესტორნებს, მედია ორგანიზაციებს, ექსპერტულ წრეებს და უბრალო მოქალაქეებს.
  1. დარჩენილ დროში ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ ღონისძიების ყველა საორგანიზაციო ნიუანსზე.

ყველა შეკითხვით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტით: info@kar.ge