ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ბონო - ქართული წარმოების ტუალეტის ქაღალდი

ბონო – ქართული წარმოების ტუალეტის ქაღალდი შპს ლომასი-სგან

ძალიან მიხარია, როცა ქართული ბიზნესის პროგრესს ვხედავ. და აი მაგალითი – შპს ლომასი. ამ მომენტამდე ამ კომპანიის ორი ხელსახოცი გვქონდა kar.ge-ზე გაშუქებული. ეს ხელსახოცებია ბონო და ბონოლუქსი. ამ რამოდენიმე დღის წინ კი ტუალეტის ქაღალდი ბონოც აღმოვაჩინე.

ჰიგიენურ საშუალებებზე მსგავსი სტატიის გაკეთება შეიძლება ბევრს დიდად მომხიბვლელი არ ეჩვენებოდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს დიდი ბაზარია. მარტო ტუალეტის ქაღალდების ბაზარი ჩემი შეფასებით საქართველოში 4-5 მილიონ ლარს უკაკუნებს თვეში. ეს კი უკვე მნიშვნელოვანი რიცხვია.

ეს კონკრეტული ვარიანტი 1 ლარი ღირს, მაგრამ დიდი გორგალია. ჩვეულებრივთან შედარებით, რომელიც 65 მეტრის დიაპაზონშია, ეს მინიმუმ 2-ჯერ დიდი მაინც იქნება. სიგრძე მითითებული არ არის. შევიძინეთ გლდანის საბითუმოში, ზუსტად იქ, სადაც ჰიგიენური პროდუქცია იყიდება.

სცადეთ, გამოიყენეთ და დაწერეთ რას ფიქრობთ.