ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ბადაგონი, ალაზნის ველი

ბადაგონი, ალაზნის ველი – ნახევრად ტკბილი თეთრი ღვინო

ქართულ ბაზარზე მოქმედ ღვინის კომპანიებს შორის დიდი კონკურენციაა. ბრძოლა მიდის ყოველი გოჯი დახლისათვის, ყოველი გოჯი კუნძულისათვის და ამ ბრძოლაში რეალურად ნეიტრალდება ყოველი თეთრი მოგება. საქართველოს ბაზარი გაჯერებულია ქართული ღვინით და აქ ნემსის ჩასავარდნი ადგილიც აღარ დარჩა.

ხოლო როცა ქართული ღვინოა თემა, ბადაგონი აუცილებლად ამოტივტივდება ხოლმე გონებაში. სწორედ ამის შედეგი იყო 31 ივლისს, ჩემი მეუღლის დაბადების დღესაც, როცა ბადაგონის ორი ბოთლი “გვეწვია” შინ და დღეობა გაგვილამაზა. ეს თემა იმ დროიდან ელოდება kar.ge-ზე გაშუქების რიგს 🙂 ეს კონკრეტული რქაწითელის ალაზნის ველი 2013 წლის მოსავლისგანაა დამზადებული და 7 ლარი ღირს.

ბადაგონი – ექსპორტზე ორიენტირებული საქართველოში მოქმედი კომპანიაა პროდუქციის ვრცელი ასორტიმენტით. ცხადია ვიცოდი კომპანიის საიტი და კომპანიის FB გვერდი, მაგრამ დღეს ამას თუ აღმოვაჩენდი ნამდვილად არ მეგონა.

აღმოჩნდა, რომ გერმანული ბაზრისთვის ბადაგონს სპეციალურად შეუქმნია ვებსაიტი და FB გვერდი. ეს იშვიათი გამონაკლისია და ბაზრისათვის მეტი ყურადღების გამოჩენას უსვამს ხაზს. თუმცა სიმართლე რომ ვთქვა არც ერთი მომეწონა და არც მეორე. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ აღმოვაჩინე ბადაგონის ფან გვერდი Facebook-ში. ეს როგორც ჩანს კიდევ ერთი წამოწყებაა, რომ ბრენდის პოპულარიზება მოახდინოს.

გაგისინჯიათ ეს კონკრეტული ღვინო?
რომელ ღვინოს ანიჭებთ უპირატესობას და რატომ?
ყველაზე მეტი რამდენი დაგილევიათ?