ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ახალი 32 მლნ USD კონტრაქტი საუდის არაბეთიდან DELTA-ს

აი წყარო: DFWatch და რეზონანსი

არაბეთის გაერთიანებული ემირატებმა DELTA-სთან 32 მილიონი აშშ დოლარის კონტრაქტი სამხედრო მანქანების მოდულების შესყიდვაზე გააფორმა. ეს მანქანები წყაროს ცნობით ლაზიკაზე დამონტაჟებული მოდულების მოდიფიცირებული ვარიანტები იქნება.

ეს მეორე მსხვილი კონტრაქტია მას შემდეგ რაც გასულ წელს 47 მილიონი აშშ დოლარის MEDEVAC-ების მიწოდებაზე გაფორმდა და ეს ცალსახად დიდი ამბავია. DELTA აქტიურად იმკვიდრებს თავს მსოფლიო ბაზარზე.

და თუ გავითვალისწინებთ არაბეთის გაერთიანებული ემირატების სამხედო ოპერაციას, რომელსაც იგი იემენში აქტიური შიიტური ჯგუფების წინააღმდეგ წარმართავს, ამ შეკვეთებს კიდევ სხვაც შეიძლება მოჰყვეს. თან თუ ჩვენი ტექნიკა ბრძოლაში დაამტკიცებს თავის უპირატესობებს მას ხსნილი ექნება გზა იმ ქვეყნების ბაზრებისკენ, რომელთაც ბიუჯეტი არ ჰყოფნით, რომ ევროპული და ამერიკული ტექნიკა იყიდონ.

მგონი გადავრჩით, აღარ ვართ მგონი მარტო ღვინის და თხილის ქვეყანა …
ჯართის კიდევ …