ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ახალი ქართული აპლიკაცია / თამაში - Sort and Recycle

ახალი ქართული აპლიკაცია / თამაში – Sort and Recycle

რამოდენიმე წელია რაც CENN-სგან ელექტრონულ შეტყობინებებს ვიღებ და ჰოი საოცრებავ … დღეს მომივიდა ინფორმაცია, რომ აპლიკაცია შექმნილა ნარჩენების გადამუშავების თემაზე. მეც დიდხანს არ მიფიქრია, ჩამოვტვირთე, „გავაჭენე“, ბოლომდე გავედი და მინდა შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ. არ მეგონა ასეთი ტიპის პროექტებში მომუშავე „ტიპები“ ასეთი „მოწინავეები“ თუ იქნებოდნენ.

თამაშში 5 დონეა. სულ თუ გაივლი [10 წუთის ამბავია] ბოლომდე, აი ბოლომდე გაერკვევი რას ნიშნავს ნარჩენების სორტირება და გადამუშავება. აუცილებლად მიეცით თქვენს ბავშვებს „დასაგემოვნებლად“. ჩემს მე-6 კლასელ და მე-3 კლასელ გოგოებს უკვე ვათამაშე. საუკეთესო დრო ვინც აჩვენა ლარიანი მოიგო 🙂

თამაში ნარჩენების სეპარირებისა და გადამუშავების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით შეიქმნა, რომელიც განკუთვნილია 6 წლის და უფრო დიდი ასაკის ბავშვებისათვის. მისი მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდა თაობას გააცნობიეროს, რომ ყველა ნარჩენი ნაგავი არაა და რომ ნარჩენების დახარისხებითა და შემდგომ გადამუშავებით სასარგებლო ნივთების დამზადებაა შესაძლებელი. ნარჩენების გადამუშავებით ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე,  რადგან ვზოგავთ ბუნებრივ რესურსებს.

მე მეტს არ გეტყვით. თქვენით ნახეთ. თამაში iOS და Android-ის პლატფორმებზეა მორგებული. გადმოსაწერად გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს:

iOS: https://goo.gl/qMGxKN
Android: https://goo.gl/oFmL6j

პროგრამა „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ (WMTR) 2014 წლის 18 მარტს დაიწყო. მას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს ქალაქებისა და საგრაფოების მართვის საერთაშორისო ასოციაცია (ICMA) ადგილობრივ  ქვეკონტრაქტორ ორგანიზაციასთან – CENN–თან თანამშრომლობით.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში (WMTR)
მისამართი: ორპირის ქ. №2, თბილისი, 0105, საქართველო
ტელ: +995 32 2 43 45 22/23/24