ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ასკილის წვენი

ასკილის წვენი, ნეოფარმი. ახალი ქართული პროდუქტი ბაზარზე

ასკილის წვენი – კიდევ ერთი ახალი ქართული პროდუქტი გამოჩნდა ქართულ ბაზარზე. მადლობა ჩვენი გუნდის წევრს – მაგდა დეისაძეს, SMART-ის ქსელში ასეთი აღმოჩენა გააკეთა. ფასი – 90 თეთრი. ენერგეტიკული ღირებულება 64 კკალ. ეტიკეტზე მოცულობა მითითებული არ არის, მაგრამ სავარაუდოდ 250 მილილიტრი იქნება. ჩამოსხმულია პეტის ბოთლში.

მწარმოებელია შპს ნეოფარმი, რომელიც თბილისში მდებარეობს, აღმაშენებლის ხეივანის 12-ე კმ. ასეთი პროდუქტისთვის მეტად უცნაურად მეჩვენა კომპანიის დასახელება. ეტიკეტზე საკონტაქტო ინფორმაცია არ არის განთავსებული გარდა მისამართისა. ამიტომ ინტერნეტში მოვიძიე. აღმოჩნდა, რომ ნეოფარმი არის ფარმაცევტული კომპანია. აქვს ვებსაიტიც, Facebook გვერდიც და როგორც ჩანს წვენების წარმოებაც დაიწყო ან საცდელი პარტია გააკეთა. საიტზე და FB გვერდზე ინფორმაცია ასკილის წვენის შესახებ ჯერჯერობით არ მოიპოვება.

ეტიკეტი საკმაოდ ინფორმატიულია. აი ტექსტიც …

შემადგენლობა: ასკილის ნაყოფები – 0,05კგ/0,5ლ-ზე, შაქარი, კალიუმის სორბატი, ასკორბინის მჟავა, ლიმონმჟავა. [შაქარი რომ აქვს გემოზეც იგრძნობა]

ასკილის წვენი პოლივიტამინური პროდუქტია. შეიცავს ინვერტულ შაქარს, პექტინოვან ნივთიერებებს, ვაშლისა და ლიმონის მჟავებს, კალიუმის, კალციუმის, ნატრიუმის, მაგნიუმის, ფოსფორის, რკინის მარილებს. წვენი შეიცავს დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას, B2, K1 და E ვიტამინებს, კაროტინს.

პროდუქტი მართლაც გემრიელია! იმისათვის რომ გაიგოთ რა არის მასში განსაკუთრებული უნდა იყიდოთ და დააგემოვნოთ. ოღონდ აზრის გაზიარება არ დაგავიწყდეთ 🙂