ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

კანადის ანტიდემპინგური სანქციები რუსეთის, უკრაინის, ინდოეთის და ბრაზილიის წინააღმდეგ

კანადის საერთაშორისო სავაჭრო ტრიბუნალმა 5 წლით გაახანგრძლივა ანტიდემპინგური სანქცია 4 ქვეყნიდან ფოლადის თხელი დახვეული გორგლების იმპორტზე.

იმპორტის გადასახადი ამ შემთხვევაში საექსპორტო ფასის 77% შეადგენს და ეხება ბრაზილიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და ინდოეთიდან იმპორტს [ინდოეთის შემთხვევაში თითო მეტრულ ტონაზე 3150 რუპია გამოდის].

ეს სანქცია უკვე მესამედ გაგრძელდა და 2001 წლიდან მოქმედებს. დეტალურად შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ.

ჩვენ რატომ ვინტერესდებით ამ თემით?

უბრალოდ ხაზს ვუსვამთ, რომ ფეხზე მყარად მდგარი ქვეყნები თამამები არიან მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებასა და აღსრულებაში. საქართველოსნაირი ქვეყნები კრინტსაც ვერ დაძრავენ. იმიტომაცაა ანტიდემპინგური კანონის თემა „მიძინებულ“ მდგომარეობაში!!!