ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ალპური თაფლი „ალპიდა“ კოოპერატივი „კოდი“-საგან

კოოპერატივი “კოდი” 2016 წლის მარტში ქ. ახალციხეში 5 თანამოაზრე მეფუტკრის ინიციატივით დაფუძნდა. კოოპერატივში გაწევრიანებულია 11 წევრიდან 4 ქალია. საფუტკრეში 420 სკაა და წელიწადში 7-10 ტონა თაფლი იწარმოება.

კოოპერატივს ახალციხეში აქვს სანიმუშო პრაქტიკის მქონე მაღალტექნოლოგიური მეფუტკრეობის მცირე საწარმო, რომელიც თავის თავში მოიცავს თაფლის და მეფუტკრეობის პროდუქტების წარმოებას, გადამუშავებას, დაფასოებას და ფუტკრის დედების ხელოვნურ განაყოფიერებას. სამომავლოდ იგეგმება აგროტურიზმისა და აპითერაპიის განვითარება.

სულ ახლახან ახალი საწარმო შექმნეს და ეს პროდუქტიც უკვე განახლებული, ახალი ბრენდით წარსდგა მომხმარებლის წინაშე. დღეს აღმოვაჩინე ქალთა საერთაშორისო ფესტივალ-გამოფენაზე და 350 გრამიანი ქილაში 10 ლარი გადავიხადე.

ინფორმაციისათვის:

2018 წლის 1 დეკემბერიდან 30 დეკემბერის ჩათვლით, 30 დღის განმავლობაში მე – ტარიელ ზივზივაძე ყოველ დღე ვიყიდი ადგილობრივი წარმოების ბრენდირებულ ქართულ ხარისხიან ნაწარმს, ჩავწერ FB ვიდეოს და გამოვიწვევ ჩემს მინიმუმ 3 მეგობარს გააკეთონ იგივე 24 საათში. გიწვევთ თქვენც ჩაერთოთ. როგორ? გააკეთეთ იგივე – როცა მოახერხებთ იყიდეთ ბრენდირებული ქართული ნაწარმი, ჩაწერეთ FB ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი მეგობრები!

ეს გამოწვევა არის რიგით მე-7. მიზანი მარტივია: ვიყიდოთ ქართული პროდუქცია და მაგალითი მივცე სხვებს. სწორედ გაყიდვებია მთავარი, რაც ამოძრავებს ბიზნესს. იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!

გავაკეთოთ ქართული საქმე ერთად!