უამრავმა ჩვენებურმა, სხვადასხვა ქვეყანაში მყოფმა ემიგრანტმა მომწერა ამ დღეებში და მკითხა თუ სად, რა და როგორ შეეძლოთ ეყიდათ ქართული ნაწარმი (1-30 დეკემბრის პერიოდში 30 დღიანი გამოწვევა მიმდინარეობს ქართული ნაწარმის პოპულარიზების და გაყიდვების ზრდის მიზნით). სამწუხაროდ, ძალიან ბევრისთვის პასუხი არ მქონდა. არადა ეს ინფორმაცია ყველას გვაინტერესებს.
ამიტომაც მინდა მოგმართოთ თქვენ, თითოეულ თქვენგანს …
გთხოვთ მომწერეთ ყველა იმ 1) ქართული რესტორნის, 2) კაფეს, 3) ქართული მარკეტი ან 4) ონლაინ მარკეტის მისამართი / FB გვერდი / ვებსაიტი, რომელის საქართველოს ფარგლებს გარეთ არის მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში / ნებისმიერ ქალაქში და სადაც საქართველოდან ექსპორტირებული ნაწარმი იყიდება. თუ ვიცით დავწეროთ ის არაქართული ობიექტებიც, სადაც ქართული ნაწარმი იყიდება.
ინფორმაციის მოწოდება შეგიძლიათ ნებისმიერი ფორმით:
- ელ.ფოსტით – info@kar.ge
- ამ გვერდის ქვემოთ კომენტარის სახით
- მომწერეთ პირდაპირ მე – ტარიელ ზივზივაძეს Facebook-ზე
შეკრებილი ინფორმაცია ემიგრანტებს, ექსპორტიორებს, მწარმოებლებს და ა.შ. ყველას გამოადგება. შევკრებთ და განვათავსებთ kar.ge-ზე.