ეხლახან დავბრუნდი ახლადგახსნილი აგროჰაბიდან …
შესანიშნავი ობიექტი გაიხსნა გელოვანზე …
ბევრი რამ ქართული იყიდება იქ …
30 დღიანი გამოწვევისთვის აგროჰაბის მიერ წარმოებული მაწონი ვიყიდე …
სტატიის დაწერის დაწყებას ვაპირებდი, რომ ეს ვნახე …
და სახტად დავრჩი …
საქართველოს პრეზიდენტი, ბნ. გიორგი მარგველაშვილი ორ აქციაში ჩაერთო …
ერთის მხრივ ამ FB პოსტში განაცხადის მიხედვით იგი გოგა ჩანადირის აქციაში ერთვება და ქართულ ნაწარმს [ჩურჩხელებს და ჩიჩილაკებს] ყიდულობს, მეორეს მხრივ კი აკა სინჯიკაშვილის აქციაში ერთვება და ამ ნაწარმს ბავშვებთან გზავნის.
ძალიან გამიხარდა ოთხი რამ:
- თავად საქართველოს პრეზიდენტი ერთვება ქართული ნაწარმის პოპულარიზების საქმეში და ყიდულობს ქართულ ნაწარმს. ეს უმაგრესი მოვლენაა. ეს არის შედეგი იმ დიდი მოძრაობისა, რაც გაჩაღებულია საქართველოში და რომელშიც ბევრი ადამიანი მონაწილეობს;
- პრეზიდენტმა აქცია გოგა ჩანდირს მიაკუთვნა. გოგა ცნობადი სახეა, მას ბევრი იცნობს და პატივს სცემენ და მიხარია რომ გოგას „დაძახილს” გამოეხმაურენ;
- გოგა თავადაც გეგმავდა აქციას, რომელიც 21 დეკემბერს დაიწყო კიდევ და ეს ძალიან გამიხარდა, ვინაიდან 19-ში შევხვდით ერთმანეთს და აზრები გავუზიარეთ;
- საიდან დავიწყეთ და სად ვართ … მოძრაობა KAR.GE-ს დამსახურება პირველ რიგში ისაა, რომ ქართული ნაწარმის ყიდვის ქცევის პოპულარიზებას ახდენს უკვე 2 წელზე მეტია [აწა წარმოების, ან ექსპორტის ან გაყიდვების მხოლოდ, არამედ სწორედ რომ შიდა ბაზარზე ქართული ნაწარმის ყიდვის]. სულ მაგას ვაჟღერებთ დაფუძნების დღიდან. მიზანი ისაა, რომ ყველამ აიტაცოს, მაგრამ …
ხაზგასმით ვამბობ: ქართულის ყიდვის აქცია, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტი ბნ. გიორგი მარგველაშვილი ჩაერთო რეალურად მოძრაობა KAR.GE-ს აგორებულია 2016 წლის 1 დეკემბერიდან …
დასტური?
- აი მოძრაობა KAR.GE-ს ვებსაიტი, სადაც ყველა დღეს აქტივობაა და ამ იდეის პოპულარიზებას უკვე ორი წელია ვახდენთ;
- აი მოძრაობის Facebook გვერდი, სადაც ყველა აქტივობაა დაფუძნების დღიდან;
- აი 23 ნოემბერის ანონსი, სადაც კონკრეტულად ამ 30 დღიანი გამოწვევის დაწყება გამოცხადდა [უკვე მეხუთედ];
- აი 5 დეკემბერს პირდაპირი იბერია TV -ზე, სადაც ჩვენი გამოწვევაც დავაანონსე;
- 23-24 დეკემბერს წინასაახალწყო „ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2016“ გავაკეთეთ;
- აი სტიკერი „მე ვყიდულობ ქართულს“, რომელიც სპეციალურად აქციის ფარგლებში მომზადდა;
- აი ორი ჰეშტეგი, სადაც ყველაფერი გასაგებადაა დალაგებული – 1) #30დღიანიგამოწვევა და 2) #ძალაერთობაშია;
გული დამწყდა უბრალოდ …
პრეზიდენტს ცხადია არ მოეთხოვება ამ დეტალების ცოდნა, მაგრამ სადაც გოგა ახსენა იქ შეიძლებოდა მოძრაობა KAR.GE-ს ხსენებაც, რომლის ინიციატივაც იყო ზუსტად ის აქცია, რომელშიც გოგა ჩაერთო 21 დეკემბერიდან … ცნობისათვის, ამავე აქციაში მთელი თვის მანძილზე ასობით ადამიანი ჩაერთო.
გთხოვდი გოგას, რომ თავისი რეაგირება გააკეთოს ამ ფაქტზე …
PS
აწარმოე საქართველოში მასიურად იყენებს სლოგანს/ჰეშტეგს #ქართულიადაკარგია [17-18 დეკემბერს გამართულ Starta-Up Market-ზე ეს სლოგანი/ჰეშტეგი იყო გამოყენებული], რომელიც არის მოძრაობა KAR.GE-ს მრავალჯერ დატრიალებული სლოგანი, რომელსაც თითქმის ყოველდღე ვიყენებთ აი ასე – „ქართულია & KAR.GE-ა!“. გაგებისთანავე ჩავთვალე, რომ ძალიან კარგია რომ აიტაცეს და არაფერი ვთქვი. როგორც ჩანს შევცდი როცა რეაგირება არ გავაკეთე. არა უშავს, იგივე შეცდომას აღარ გავიმეორებ.
თქვენ როგორ შეაფასებდით ფაქტს, რომ მოძრაობა KAR.GE „არ გაახსენდათ“?