ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

დღე3: „ქარვა“-ს წარმოების ქართული მზესუმზირის ზეთი.

გამოწვევა ხურდება და ცხადია დღეს, გუდვილში „ლაშქრობის“ შედეგად ქარვას ზეთიც ვიყიდე სხვა დანარჩენ 4 ქართულ პროდუქტთან ერთად!

ქარვა …
ქართული ბრენდი …
აწარმოებს ზესუმზირის ზეთს კახეთში, დედოფლისწყაროში …
სიმონდის ზეთის საწარმო მალე დაიწყებს მუშაობას ხობში …

დააკვირდით ეტიკეტს, აი ასეთი ეტიკეტით რაც იყიდება არის საქართველოში წარმოებული.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ კომპანიის FB გვერდს.

 

რატომ 30 დღიანი გამოწვევა და რატომ სწორედ დეკემბერში?

ჩვენი მოტივაცია უმარტივესია: ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი, ვინაიდან როცა ვყიდულობთ ქართულს, ვასაქმებთ ადგილობრივს, ვავითარებთ ადგილობრივ ბიზნესს და ვაძლიერებთ ქვეყანას! გამოწვევის ფარგლებში კი ჩვენი მიზანია ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი და ამ საქმეში ავიყოლიოთ ყველა! დეკემბერი კი არის თვე, როცა მარტო წინასაახალწლო სამზადისში მოსახლეობა 400 მილიონ ლარამდე თანხას ხარჯავს.

გიწვევთ თქვენც ჩაერთოთ გამოწვევაში სადაც არ უნდა იყოთ. ნუ დაელოდებით სანამ ვინმე გამოგიწვევთ … იყიდეთ 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერი ქართული ბრენდირებული ნაწარმი, ტელეფონით გადაიღეთ ორიგინალური ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი 3 Facebook მეგობარი, ატვირთეთ ვიდეო საკუთარ Facebook პროფილზე და დათაგეთ გამოწვეული მეგობრები, რომელთაც მიეცით 24 საათი იგივეს გასაკეთებლად.

გამოწვევის შესახებ სრული ინფორმაცია ნახეთ აქ: http://kar.ge/30day-challenge-2017/

ეს კი ჩემი დღევანდელი გამოწვევის ვიდეო: