ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > დღე #29 – ბებოს ჩურჩხელა, ბებოს ნობათისაგან

დღე #29 – ბებოს ჩურჩხელა, ბებოს ნობათისაგან

ერთადერთი ჩურჩხელა, რომელშიც ძაფი არ არის …

ერთადერთი ჩურჩხელა, რომელსაც სტაბილურად მაღალი ხარისხი აქვს …

ერთადერთი ჩურჩხელა, რომელსაც სტაბილური გემო აქვს …

ერთადერთი ჩურჩხელა, რომელიც ვაკუუმშია შეფუთული …

ერთადერთი ჩურჩხელა, რომელიც საექსპორტოდ ვარგა …

ერთადერთი ჩურჩხელა, რომელიც კორეაში საერთაშორისო გამოფენაზე გვქონდა წაღებული …

მეტი რა მიზეზი გინდათ საიმისოდ, რომ ბებოს ჩურჩხელა იყიდოთ?

ჩვენ ვიყიდეთ!

ვცადე გამოწვევისთვსი სელფის გადაღება, მაგრამ ისეთი ეფექტური ვერ გამოვიდა, ამიტომაც 23-24 დეკემბერს ქარვასლაში გადაღებული სურათი გამოვიყენე!

 

ინფორმაციისათვის:

#30დღიანიგამოწვევა #ძალაერთობაშია მოძრაობა KAR.GE-ს ინიციატივაა, რომელიც უკვე მეხუთედ ტარდება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.

იყიდე ნებისმიერი ქართული წარმოების ბრენდირებული ნაწარმი 1-30 დეკემბერის პერიოდში და გამოიწვიე შენი 3 Facebook მეგობარი. ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, აძლიერებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!

გამოწვეულთ გაქვთ 24 საათი იმისათვის, რომ იყიდოთ საქართველოში წარმოებული ნებისმიერი ბრენდირებული ნაწარმი, გადაუღოთ სურათი, გამოაქვეყნოთ ფოტო თქვენს Facebook პროფილში და გამოიწვიოთ თქვენი 3 Facebook მეგობარი ამ ქართულ საქმეში!