ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > დღე #25 – შამპუნი, სს იბერია

დღე #25 – შამპუნი, სს იბერია

ეს პროდუქტები 23-24 დეკემბერს გამართულ „ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2016“-ზე შევიძინეთ ქარვასლაში. ფული ჩემი იყო, მყიდველი კი ჩემი ოჯახი 🙂 ჩამოვუარეთ და წინასაახალწლოდ რისი ყიდვაც ადგილზე შეგვეძლო, ძალისხმევა არ დაგვიკლია 🙂

საქართველოში თუ შამპუნი იწარმოებოდა მე კი ვიცი ერთი წელია, მაგრამ ვისაც ვუთხარი ყველას თვალები შუბლზე აუვიდა! დიახაც, იწარმოება და ძალიან ხარისხიანიცაა! თან ფასი – 3 ლარი ღირდა ქარვასლაში. ქსელში ოდნავ მეტი იქნება!

ერთი არის ჭინჭრის შამპუნი, მის გარდა კიდევ ორი ვარიანტია ამ ტიპის შეფუთვაში. ლურჯი კი არის შამპუნი ალოე ვერას ექსტრაქტით და მის გარდა მსგავს შეფუთვაში კიდევ 3 ვარიანტია. როგორც ხედავ ასორტიმენტის საკმარისადაა.

ძალიან მიხარია, რომ საქართველოში ასეთი მაღალხარისხიანი პროდუქცია მზადდება!

 

ინფორმაციისათვის:

#30დღიანიგამოწვევა #ძალაერთობაშია მოძრაობა KAR.GE-ს ინიციატივაა, რომელიც უკვე მეხუთედ ტარდება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.

იყიდე ნებისმიერი ქართული წარმოების ბრენდირებული ნაწარმი 1-30 დეკემბერის პერიოდში და გამოიწვიე შენი 3 Facebook მეგობარი. ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, აძლიერებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!

გამოწვეულთ გაქვთ 24 საათი იმისათვის, რომ იყიდოთ საქართველოში წარმოებული ნებისმიერი ბრენდირებული ნაწარმი, გადაუღოთ სურათი, გამოაქვეყნოთ ფოტო თქვენს Facebook პროფილში და გამოიწვიოთ თქვენი 3 Facebook მეგობარი ამ ქართულ საქმეში!