ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > დღე #10: ბიო ველი [გაზაფხულის ქ. 16] მოვინახულე და გლეხური შაშხი და ყურძნის წვენი შევიძინე

დღე #10: ბიო ველი [გაზაფხულის ქ. 16] მოვინახულე და გლეხური შაშხი და ყურძნის წვენი შევიძინე

#30დღიანიგამოწვევა #ძალაერთობაშია

იყიდე ნებისმიერი ქართული წარმოების ბრენდირებული ნაწარმი 1-30 დეკემბერის პერიოდში და გამოიწვიე შენი 3 Facebook მეგობარი. ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, აძლიერებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!

გამოწვეულთ გაქვთ 24 საათი იმისათვის, რომ იყიდოთ საქართველოში წარმოებული ნებისმიერი ბრენდირებული ნაწარმი, გადაუღოთ სურათი, გამოაქვეყნოთ ფოტო თქვენს Facebook პროფილში და გამოიწვიოთ თქვენი 3 Facebook მეგობარი ამ ქართულ საქმეში!

 

ბიო ველი                

ქართული ნაწარმის უმაგრესი მაღაზიაა გაზაფხულის ქ. 16-ში. აქ ის ხალხი დადის, ვისთვისაც ფერმერული პროდუქცია და ბიო პროდუქციაა ფასეული. აქ იყიდით ქართულ ნაწარმს პიტნის არაყიდან დაწყებული ფერმერული მწვანე ჩაით დამთავრებული. მე მგონია, რომ სირცხვილია თუ ამ სტატიას კითხულობ და უახლოეს 1 კვირაში ბიო ველს არ ეწვევი. მიდით, ნახეთ და შეიძინეთ ნაღდიო ფერმერული ბიო პროდუქცია. მინიმუმ იმიტომ უნდა მიხვიდე, რომ ნახო რა იყიდება ქართული.

 

ი.მ. გოგია ოტიაშვილის ცხლად შებოლილი გლახური შაშხი …

ეს რა იყო ენით ვერ აღვწერ …

რა თქმა უნდა სახლში მიტანიდან მალევე გაქრა … ბევრი ისედაც არ მიყიდია …

ეს არის ნამდვილი სასწაული! შაშხებს შორის ყველაზე შაშხია!

 

სობისურის ყურძნის წვენი

ეს კიდევ მეორე სასწაული. იციან სობისურში ძალიან მაგარი წვენის გაკეთება. მეტი მყიდველი აკლია მხოლოდ.

 

ინფორმაციისათვის:

#30დღიანიგამოწვევა #ძალაერთობაშია მოძრაობა KAR.GE-ს ინიციატივაა, რომელიც უკვე მეხუთედ ტარდება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.