ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > მოძრაობა kar.ge > დაგვიდექი გვერდში შენი Facebook ჯგუფით/გვერდით ან ვებსაიტით!
დაგვიდექი გვერდში

დაგვიდექი გვერდში შენი Facebook ჯგუფით/გვერდით ან ვებსაიტით!

დიდი მადლობა სტუმრობისათვის,

kar.ge მოძრაობის მისია და ისტორია ალბათ უკვე იცით, ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავალ. მოძრაობა kar.ge ვითარდება და ტემპებს იღებს. რამოდენიმე თვეა ონლაინ პლატფორმა – https://kar.ge სტაბილურ რეიტინგს უჩვენებს. სექტემბრის ბოლოს კი offline პლატფორმა – kar.ge ქართული ქარვასლა, ქართული & kar.ge ხარისხიანი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა ჩატარდება. ჩვენ უკვე აწყობილი გვაქვს kar.ge აუდიტორიისთვის სასარგებლო შინაარსის შექმნის და მიწოდების სისტემა; ჩვენ წვდომა გვაქვს საერთო ჯამში 350,000+ Like-ის მქონე [და მზარდ] 7 Facebook გვერდზე, რომლებზედაც ვავრცელებთ ჩვენს სტატიებს. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია.

მასშტაბის კიდევ უფრო გაზრდის დრო დადგა! საქართველოში ინტერნეტით მინიმუმ 1,5 მილიონ ადამიანს მივწვდებით, შესაბამისად პირველი ამოცანაა მასშტაბის მოპოვება ქართულ ინტერნეტში. ჩვენ გვინდა წვდომა 2,000,000 აუდიტორიაზე. აქ კი ჩვენ მარტო ვერაფერს გავხდებით სპეციფიკური უნარების და ვებ რესურსების მქონე ადამიანების დახმარების გარეშე.

მოგმართავთ თხოვნით:

  1. თუ თქვენ გაქვთ რეიტინგული FB გვერდი/ჯგუფი, სადაც მინიმუმ 50,000 წევრი მაინც არის და გსურთ kar.ge მოძრაობას გამოადგეთ, დაგვიდექით გვერდში: დამნიშნეთ ადმინად ან რედაქტორად, რომ ყოველდღიურად თქვენს გვერდზეც/ჯგუფშიც გავაზიარო ის, რასაც ვაზიარებ kar.ge-ს Facebook გვერდზე.
  1. თუ თქვენ გაქვთ ვებსაიტი, დაგვიდექით გვერდში ასე: მცირე ბანერი [88/31] განათავსეთ ყველა გვერდზე [კოდს მოგცემთ]. ეს SEO მიზნებს ემსახურება. შედეგად kar.ge-ზე განთავსებული შინაარსი მეტად რეიტინგული გახდება Google Search-ში და მიზნობრივი ძებნისას kar.ge-ზე განთავსებული გვერდები უფრო მოძებნადი გახდება ქართველი მომხმარებლის მიერ.

რატომ?

დიახ, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერი ქართულის და კარგის პოპულარიზებას. იმიტომ კი არა რომ ამაში გვიხდიან? იმიტომ რომ ესაა ჩვენი მოქალაქეობრივი პოზიცია. ჩვენი ძალების გაერთიანება შედეგად გამოიწვევს kar.ge-ს ვებსაიტის რეიტინგის გაზრდას. ყოველი ქართული პროდუქტის გაყიდვა, რომელიც kar.ge-ს შეგულიანებით მოხდება, ამ ქვეყნის მოქალაქეს დაასაქმებს, ქართულ ბიზნესს განავითარებს და ქართულ სახელმწიფოს გააძლიერებს. აი ეს გვინდა ჩვენ ვაკეთოთ, ოღონდ უფრო მასშტაბურად.

არამც და არამც არ იფიქროთ, რომ თქვენი დახმარება უმნიშვნელო იქნება. დაგვიდექი გვერდში, საერთო საქმეში ყოველ დადებულ აგურს დიდი მნიშვნელობა აქვს. დამიკავშირდით Facebook-ში ან ტელეფონით – 577 73 79 64 ეხლავე;