ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > მოძრაობა kar.ge > [ფოტო-ვიდეო ბუკეტი] “გურმან ფესტი 2017“. სიღნაღი, 2017 წლის 17 სექტემბერი

[ფოტო-ვიდეო ბუკეტი] “გურმან ფესტი 2017“. სიღნაღი, 2017 წლის 17 სექტემბერი

მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც არ დაიზარა, ჩაერთო ფესტივალში, ჩამოვიდა სიღნაღში და ჩვენთან ერთად იდგა იქ უამრავი სტუმრის წინაშე. ბედნიერი ვარ, რომ შანშანდელივით წელსაც მქონდა ჩემი წვლილი შემეტანა საერთო საქმეში. 17 ივნისს სიღნაღში „გურმან ფესტი 2017“ შედგა!

ღონისძიების ორგანიზატორი: კულტურისა და ხელოვნების სფეროში, ღონისძიებების მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანია „არტიარდ კო“. მხარდამჭერები: ქ. სიღნაღის ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, საქართველოს ტურიზმის ასოციაცია, მოძრაობა KAR.GE.

რაში გამოიხატებოდა KAR.GE-ს მოკრძალებული მხარდაჭერა:
1. დავაანონსეთ ჩვენთან 23 მაისს;
2. საქმიან დილაში ერთად ვიდექით 9 ივნისს;
3. უშუალოდ 17 -ში კი მე ფოტოგრაფმა უამრავი ფოტო გადავიღე და მივაწოდე კომპანიებს. იქვე ჩავრთე FB ლაივი და მთელს FB საზოგადოება ჩავრთე ფესტივალში;
4. ეხლა კი ამ შეჯამებას ვწერ, რომ გაისად, როცა ისევ ჩავერთვებით ამ საერთო საქმეში, კარგად გაგვახსენდეს რა გვიკეთებია;

აი 9 ივნისის ვიდეო, სადაც დავაანონსეთ ღონისძიება

 

აი ჩემს მიერ 17 ივნისს გადაღებული FB Live

 

ესენი კი ჩემს მიერ ადგილზე გადაღებული ფოტოებია

ეს კი “გურმან ფესტი 2017”-ის შესახებ TV იმედის რეპორტაჟი

 

აბა, რას იტყვით?