ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

Tag Archives: ყველი

დღე #14 – ჩვენი ფერმერის უგემრიელესი მოცარელა ნიკორას სუპერმარკეტიდან

მოცარელა გაგისინჯავთ? ერთადერთი მოცარელა, რომელიც მე ვიცი, რომ საქართველოში იწარმოება დღეს გავსინჯე … მე არ ვიცი როგორი გემო აქვს ორიგინალურ მოცარელას, მაგრამ ჩვენი ფერმერის მოცარელა არის ძალიან გემრიელი! ნიკორას სუპერმარკეტი კი, ქსელი, რომელშიც 100-ზე მეტი სავაჭრო ობიექტია უდაოდ იმ ლიდერთა შორისაა, რომელშიც უამრავი დასახელების საქართველოში წარმოებული ნაწარმი იყიდება. მათ შორის ჩვენი ფერმერის მოცარელაც, რომელიც 5 ლარი ღირს. ეწვიეთ, იყიდეთ და …

განაგრძე კითხვა »

იცით რა არის ბუტრანა?

დღეს დეგუსტაცია შედგა … ბუტრანა დავაგემოვნეთ … ბუტრანას ღვინის 2 სახეობის და ყველის 3 სახეობის დეგუსტაციაა … კავკასიის უნივერსიტეტში … მეტად საპატივცემულო სტუმრების მონაწილეობით … დაინტერესებული სტუდენტებით და მათი პედაგოგების ჩართულობით … შესაშური დასწრებით … მზია მიქელაძის აუდიტორიაში … დიდი მადლობა ბნ. ჯემალ ხატიაშვილს მოწვევისათვის და მეგობრებთან ერთად ასეთი კარგი ქართული საქმის მოქოქვისათვის. სახელი ბუტრანა რას ნიშნავს? ბუტრანა ნიშნავს კონკრეტულად ადგილს …

განაგრძე კითხვა »

[ფოტორეპორტაჟი] ფესტივალი კავკასიური ყველი – პირველი დღე

კავკასიური ყველი

რამ გამახარა დღეს რიყეზე? ეს იყო პირველი კავკასიური ყველის ფესტივალი … იქ იყო ხაჭო, ლუდი, გოგრა, თაფლი, დამბალხაჭო, კალტი, იოგურტი, ხელნაკეთი ნივთები, ჩაი, ჩირი, სულგუნი, ყველი, პური და კეთილი გული … დილით უჟმური ამინდი ისეთმა თბილმა მზემ გაანათა, რომ ძვალიც გაათბო და გულიც. ღია სივრცეში გამართული ასეთი ღონისძიებისათვის ამინდს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მიუხედავად ასეთი ამინდისა და სიცივისა უამრავი ხალხი მოვიდა. …

განაგრძე კითხვა »

18 სახის უგემრიელესი ყველი ხონიდან

18 სახის უგემრიელესი ფერმის ყველი ხონიდან

ზემოთ სურათზე წარმოდგენილი პროდუქცია მომხმარებელს გულგრილს ნამდვილად ვერ დატოვებს. ეს ორი სახეობაა იმ 18-ს შორის, რომელიც კოოპერატივში – „ლელო 2014“ შეიქმნა. აი კონკრეტული შედეგი იმ საქმიანობებისა, რომელსაც კოოპერატივი ENPARD-ის რეგიონალური პარტნიორის – People in Need-ის დახმარების შედეგად განახორციელა. პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აქ მოიპოვებთ. გონივრული, მოგებაზე ორიენტირებული ბიზნეს გეგმის შედგენის შედეგად, კოოპერატივმა ENPARD-ისა და People in Need-ის  დახმარებით  შეძლო შეექმნა …

განაგრძე კითხვა »

ახალი პროდუქტი: ყველი ბერგჰოფერი – Salato

Salato

ამ უნიკალური ახალი წარმოების და მისი ახალი ყველის შესახებ ინფორმაცია რამოდენიმე კვირის წინ მომივიდა. მაშინ საყიდლად ვერ მოვიცალე. მერე რამოდენიმეჯერ შევამჩიე რეკლამა ტელევიზიაში. რამოდენიმე დღის წინ კი დახლზე გადავაწყდი ფრესკოში. რა თქმა უნდა ყიდვის შანსი ხელიდან აღარ გავუშვი. ყველი Salato იწარმოება ახლად შექმნილი ავსტრიულ ქართული ერთობლივი საწარმოს – CHEESECO-ს მიერ საქართველოში. ნედლეულად გამოყენებულია იმპორტირებული მაღალი ხარისხის რძის ფხვნილი. 250 გრამში …

განაგრძე კითხვა »

სანებო – მდნარი საბუტერბროდე ყველი

ქართულია & kar.ge-ა! ჩემი შვილისთვის გემრიელი საუზმე კარგ ბუტერბროტთან ასოცირდება, ძეხვით ან ლორით და აუცილებლად ყველით, ჩემს მაცივარშიც შესაბამისად ხშირად მოიძებნება ეს პროდუქტები, თუ ადრე იმპორტირებულ მდნარ ყველს ვიყენებდი დღეს უკვე ეს აღარ მჭირდება, რადგანაც თამამად და ამაყად ვყიდულობ სანტეს გემრიელ მდნარ ყველს. სანებო მდნარი – 130 გრამიან შეფუთვაში შვიდი ყველის ფირფიტაა, დამზადებულია მშრალი რძით, პროდუქტი არაგენმოდიფიცირებულია. დაინტერესების შემთხვევაში გირჩევთ …

განაგრძე კითხვა »

ტენილი ყველი, სამზარეულოს მარგალიტი

ქართულია & kar.ge-ა! ტენილი ყველი ანუ დასამწიფებლად ქოთანში გატენილი ჩეჩილი ყველი მესხური სამზარეულოს ნამდვილი მარგალიტია. დამზადების ტექნოლოგიიდან გამომდინარე ტენილი ყველი  მცირე რაოდენობით მზადდებოდა ოჯახებში და რძის პროდუქტების დელიკატესადაც კი იყო მიჩნეული. უფრო მეტიც, 2013 წელს ტენილ ყველს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. ეს მარგალიტი  ალ. ყაზბეგის 20ა–ში მდებარე ყველის სახლში შევიძინე სადაც ყველის საკმაოდ დიდი ასორტიმენტია, მომხმარებელს შეუძლია შეძენამდე ყველის …

განაგრძე კითხვა »