ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

Tag Archives: ქართული ღვინო

რომელი ქართული ღვინო და რა ფასად იყიდება ირლანდიის Marks & Spencer ქსელში?

ძალიან კარგი ამბავი 🙂 გიორგი ჯვარიძე – ჩვენებური, რომელიც ირლანდიაში ცხოვრობს და მუშაობს სულ ცოტა ხნის წინ გადააწყდა ამ სიახლეს. ჩვენ კი სხვა რა უნდა გვექნა თუ არა ის, რომ თქვენთვის გვეცნობებინა ეს კარგი ამბავი 🙂 ღვინოები, რომლესაც ფოტოზე ხედავთ, შატო მუხრანის რქაწითელი და თბილღვინოს ქვევრის ღვინოებია. ფასებსაც თავად ხედავთ ეტიკეტზე. კიდევ მეტი ქართული ხარისხიანი პროდუქტი გამოჩენილიყოს მსოფლიოს პრესტიჟულ სავაჭრო …

განაგრძე კითხვა »

ანონსი: 3-5 ივნისს ექსპოჯორჯია მე-9 WineExpo-ს მასპინძლობს

საგამოფენო ცენტრი “ექსპო ჯორჯია” 3-5 ივნისს ატარებს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე–9 საერთაშორისო გამოფენას – WINEXPO 2016. სიახლეები შეგიძლიათ იხილოთ ღონისძიების Facebook გვერდზე. მეღვინეებმა და ღვინის მოყვარულებმა კარგად იციან ამ მოვლენის შესახებ. შარშან მე-8 ღონისძიებას მეც ვეწვიე და ფოტორეპორტაჟის კი მივუძღვენი kar.ge-ზე. რა იქნება წელს განსაკუთრებული? ჯერ არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად ვესტუმრები რა თქმა უნდა. მანამდე კი შეგიძლიათ ნახოთ შარშანდელი …

განაგრძე კითხვა »

ცინცხალი ამბავი: 4 ქართული ღვინო VINITALY-ზე იმარჯვებს!

იტალია … ვერონა … ღვინო … VINITALY 2016 და ქართული ღვინოების გამარჯვება!   2016 წლის 10-13 აპრილს ჩატარებული VINITALY 2016-ზე კატეგორიაში – „ღვინო საზღვრებს გარეშე“ 14 გამარჯვებულ ღვინოს შორის 4 ქართულია. გამარჯვებული 4 ქართული ღვინო [აი დასტურიც, დეტალებიც აქვეა]: რამაზ ნიკოლაძის “ცილიკოური – 2013” ხოხბის ცრემლები, “მწვანე – 2014” და “რქაწითელი 2013” იაგოს ღვინო, “ჩინური – 2014” ეს იყო ღვინისა …

განაგრძე კითხვა »

ჩინეთის ბაზრის დაპყრობა გრძელდება [ფხიზელი თავით]

ჩინეთის ბაზრის დაპყრობა გრძელდება

ჩინეთის ღვინის ბაზარი უზარმაზარია. ამ მსუყე ბაზარზე კი ყოველმა მეათე ჩინელმა დღეში ერთი ყლუპი ქართული ღვინო რომ გადაყლაპოს ეს თითქმის 1 მილიონი ბოთლია დღეში. მთავარია როგორ გადავაყლაპოთ პირველი 🙂 ეხლა კი დავსერიოზულდეთ … ღვინის სააგენტომ უკვე მეორე ქართული ღვინის სახლი, ამჯერად ჟიჯანგის (Zhijiang) პროვინციის ქალაქ ლიშვეიში გახსნა. ღონისძიებას ქართულ დელეგაციასთან ერთად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს სპეციალური …

განაგრძე კითხვა »

ქინძმარაული, ხვანჭკარა, ალაზნის ველი New Jersey-დან. ქართულია კი?

ქინძმარაული, ხვანჭკარა, ალაზნის ველი

კარგია, როცა ქართულ ბრენდებს უცხოეთის დახლებზე ხედავ, მაგრამ მთლად კარგი ვერაა, როცა ვერ ხვდები მართლა საქართველოდანაა გატანილი თუ არა. დიდი მადლობა ბნ. როინ როინიშვილს ამ ფოტოების მოწოდებისათვის. ბნ. როინი აშშ-ში ცხოვრობს და ეს ფოტოებიც იქედანაა, კონკრეტულად კი New Jersey-ს ქალაქ Clifton-დან. „თქვენ გვერდზე ვხედავ ხოლმე ასეთ გადაღებულ სურათებს და მაგიტო გიგზავნით იქნებ ჭეშმარიტების პოვნაში დაგვეხმაროს. მე ეჭვი მეპარება, რომ საქართველოდან …

განაგრძე კითხვა »

გაიცანით 2015 წლის საუკეთესო ქართული ღვინოები

გაიცანით 2015 წლის საუკეთესო ქართული ღვინოები

ამ კონკურსის შესახებ ჩვენი მეგობარი სომელიე – ქ-ნი მაგდა დეისაძე ამ ორიოდე თვის წინ მიყვებოდა. მაშინ გავიგე, რომ ეს კონკურსი ჩატარდა. და უამრავი სახეობის ღვინო და ჭაჭა გაუსინჯავთ ჟიურის წევრებს. ერთი გამიკვირდა მხოლოდ, რომ თავად მაგდა, რომელმაც ათობით ღვინო და ჭაჭა გასინჯა, ფხიზელი იყო 🙂 … ნამდვილად, სვამდე და არ თვრებოდე – აი რა არის ნიჭი საქართველოში 🙂 წარმოგიდგენთ პროფესიონალური …

განაგრძე კითხვა »

ქართული ღვინოები გერმანიას იპყრობენ!

ქართული ღვინოები გერმანიას იპყრობენ!

დღეს გიორგობაა! გილოცავთ! ღმერთი გფარავდეთ თქვენ და ყველა კარგ ქართულ საქმეს, სადაც არ უნდა კეთდებოდეს იგი! და აი ერთი ასეთი მაგალითი … უღრმესი მადლობა გადასარევ ადამიანს – ანა ტრაპაიძეს ამ ინფორმაციისათვის. როგორც აღმოჩნდა ამ დღეებში გერმანიაში, ბერლინში, Kaiser’s-ის სუპერმარკეტების ქსელში კომპანია Bossner აქტიურ პოპულარიზებას უკეთებს ქართულ ღვინოს, კერძოდ საფერავს, მუკუზანს და ქინძმარაულს და საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს. სურათები ანას გადაღებულია …

განაგრძე კითხვა »

ქართული ღვინოების დიდი წარმატება ჰონგ-კონგში … მაგრამ ეს ნახეთ …

hongkong-ღვინო

ნებისმიერი ასეთი წარმატება დასაფასებელია! და სწორედ ამიტომ ვაჟღერებთ ამ ინფორმაციას kar.ge-ზე! ჰონგ-კონგის ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე – „HKTDC – Hong Kong International Wine and Spirits Fair 2015” – კომპანიის „კახური ღვინის მარანი“ ღვინომ „საფერავი 2011“ ორი უმაღლესი ჯილდო (გრანპრი ნომინაციაში „საუკეთესო რეგიონალური ღვინო აღმოსავლეთ ევროპაში“ და ოქროს მედალი) მოიპოვა. ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა ამავე კომპანიის ღვინო „მუკუზანი 2011“. ეს …

განაგრძე კითხვა »

მილდიანი, ბადაგონი, ახაშენი, ხვანჭკარა – ქართული ღვინო ბერლინში

ქართული ღვინო ბერლინში

მილდიანი, ბადაგონი, ახაშენი, ხვანჭკარა – ქართული ღვინო ბერლინში კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ანა ტრაპაიძეს ამ ფოტოებისათვის. ჩვენი ძველი კამპანია – „დაიპყარი მსოფლიო“ ძალაშია. ანა ბერლინში ცხოვრობს. ესენი Ledo Market-ში გადაღებული ფოტოებია, სადაც ქართული ღვინოები არა მხოლოდ აღმოაჩინა არამედ შეიძინა კიდეც. დიდი მადლობა ანა!

განაგრძე კითხვა »

ჩხავერი, აია იი! სასწაული, ნამდვილი სასწაულია ეს ღვინო!

ჩხავერი, აია იი

დღეს ENPARD-ში ჩვენი მეგობრებისგან ამ კოოპერატივის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე ტელეფონი ავიღე და გადავრეკე. ბნ. ივერი ბიბინეიშვილთან 15 წუთიანი საუბრის შემდეგ როგორც იტყვიან „გამინათდა“. თურმე ვისთან დამირეკია … გაიცანით კოოპერატივი „ერგის ქვეყანა“,  ხელვაჩაურში, სოფელ ერგეში. თავმჯდომარეა ბნ. ივერი ბიბინეიშვილი. ტელ: 577103287. კოოპერატივის დაკომპლექტების პროცესი ახლა მიმდინარეობს. მასში გაწევრიანებულია 17-მდე წევრი, მათ შორის  სამეგობრო, სანათესავო და სამეზობლო. პროდუქტი არის ღვინო, თან რა …

განაგრძე კითხვა »