ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

რელიზი: 40-ზე მეტი ადგილობრივი მწარმოებლის ჩართულობით მოძრაობა KAR.GE 2018 წლის საექსპორტო კატალოგს გამოსცემს

ქართული ხარისხიანი პროდუქციის ექსპორტისა და შიდა ბაზარზე გაყიდვების ზრდის სტიმულირების მიზნით მოძრაობა KAR.GE ყოველწლიურ ინგლისურენოვან ბეჭდურ “KAR.GE Export Catalogue 2018“-ს გამოსცემს, რომელშიც 40-ზე მეტი მწარმოებელი გაერთიანდება. ასევე ახლდება ქართულენოვანი “KAR.GE ინტერნეტ კატალოგი“, რომელიც არსებობს 2016 წლიდან. ეს ორი უპრეცედენტო გამოცემა გააერთიანებს ინფორმაციას 2018 წლის გამორჩეული ქართული წარმოებების, ბრენდების, პროდუქციის, სავაჭრო ობიექტების, დისტრიბუტორებისა და B2B მომსახურების მიმწოდებლების შესახებ. შედეგების პრეზენტაცია იგეგმება 2018 წლის 3 აპრილს.

2 თებერვალს დასრულდა რეგისტრაციის პირველი ეტაპი. დარეგისტრირდა 40-ზე მეტი კომპანია: nuts.ge, აგროქიზიყი, ანასეულის კომბინატი, აპექსი, აქვა გეო, ბებოს ნობათი, გეოპლანტი, გერმანელი ყასაბი, გრეიფი, გრინპაკი, დეკა, დემა, დიზაინ ემ ჯორჯია, დილის პროდუქტები, ენ ერ ჯი ჯორჯია, ვესტ ინვესტი, ივერია, კამარა, კამპა, მადლიანი 2017, მაისტერბრაუ, მარიამ გიორგაძე MG, მარნეტი, მედა ბრაითი, ნაზვრევი, ნიკორა, ნოვა, ნუტრიმაქსი, საქკაბელი, სტარ კონსალტინგი, სტარტი, სტოუნ არტი, ტყიბულის ჩაი, ფარავან პერლიტი, ფარკონი, ფრეკო, ქართული პრემიუმი, ქვის სამყარო, შატო ნეკრესი, ხილარი, ჯააძის თაფლი, ჯეო მულჩი. მომდევნო 3 კვირა დაეთმობა მასალებზე მუშაობას.

მოძრაობა KAR.GE უამრავი პარტნიორის მხარდაჭერით “KAR.GE Export Catalogue 2018”-ს მსოფლიოსა და საქართველოს მასშტაბით გაავრცელებს. ქართულენოვანი ელექტრონული “KAR.GE ინტერნეტ კატალოგი” უფრო მასშტაბურად გავრცელდება ინტერნეტით მთელი წლის განმავლობაში.

დაინტერესებულ კომპანიებს კიდევ აქვთ შანსი შემოუერთდნენ პროექტს 23 თებერვლამდე. იხილეთ საპრეზენტაციო გვერდი