ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2016. ანგარიში.

23-24 დეკემბერი, 2016 …

სავაჭრო & ბიზნეს ცენტრი ქარვასლა …

“ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2016” …

ასეთ დაძაბულ რეჟიმში ასეთი დონის ღონისძიების გაკეთება უდიდესი გამოწვევა იყო ჩვენთვის. თუმცა მაინც “გავქაჩეთ” და ეს ძალიან გვეამაყება!!!

 

რა? სად? როდის?

2016 წლის 23-24 დეკემბერს მოძრაობა KAR.GE და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრი ქარვასლას ორგანიზებით ქარვასლაში, ც. დადიანის #7, წინასაახალწლო ორდღიანი დღესასწაული – „ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2016“ გაიმართა. ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია. მედია მხარდამჭერები: TV მაესტრო – ბიზნესკონტაქტი, TV მაესტრო – დამზადებულია საქართველოში, TV ახალი საქართველო, TV კავკასია, TV ობიექტივი, GEOMEDIATV, რადიო პოზიტივი, FB გვერდი „რაჭა“. მომხმარებლის წინაშე თავიანთი პროდუქცია წარმოადგენეს მწარმოებლებმა: AG მიკროელექტრონიკსი, კამპა & ჩვენი, Izosia – კოსმეტიკური კრემი, სიგარილა RAMONA, ნეოფარმი, სს ივერია, BakeHouse, გრინპაკი, საქართველოს სათბურის კორპორაცია, ლიმონათი იბერია, ესპრესო ჯორჯია, UNIFISH, GAMA, ქართული ყავა ჩერი, ქართული ნატურალური ნობათი, ნიკორა, გრეიფი, პატარიძეების “რაჭული”, ბებოს ნობათი, სიღნაღი – ქართული მზესუმზირის ზეთი. ადგილზე წარმოდგენილი იყო როგორც საკვები [ხორცპროდუქტები, რძის პროდუქტები, ჩურჩხელა, ღვინო და ა.შ.], ისევე არასაკვები პროდუქცია [ქართული LED ტელევიზორები, ნათურები, კოსმეტიკური კრემები, მედიკამენტები, ჰიგიენური ნაწარმი, შამპუნები და ა.შ.].

 

ღონისძიება 3 მიზანს ემსახურებოდა

  1. კარგი ღონისძიების ჩატარება, რომელიც სასარგებლო იქნებოდა ყოველი მონაწილისათვის და ეს ნამდვილად კარგად მოვახერხეთ;
  2. ახალი ქართული ხარისხიანი ნაწარმის ცნობადობის ზრდა. და ეს ჩვენ ნამდვილად მოვახერხეთ მწარმოებლებთან და მომხმარებლებთან ერთად;
  3. ქართული პროდუქციის პოპულარიზების თემის კიდევ ერთხელ წამოწევა მედიაში და ესეც კარგად მოვახერხეთ ჩვენი მედია პარტნიორების მხარდაჭერით;

 

მადლობა ვის? 

მადლობა პირველ რიგში სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ ქარვასლას, რომელთან ერთადაც უკვე მეორე წელია ქართულ თემას ვაგუგუნებთ. ეს ჩვენი მესამე ერთობლივი ღონისძიება იყო.

მადლობა ჩვენს ორ მხარდამჭერ ორგანიზაციას – საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციას და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას, რომლებთან ერთადაც ჩვენ ასე კარგად წამოვწიეთ ქართული თემა.

მადლობა ჩვენს მედია მხარდამჭერებს. მათ უდიდესი საქმე გააკეთეს ღონისძიების დაანონსებით, პირდაპირი ეთერის დათმობით და სიუჟეტებით. საქმე რომ ასეთი წარმატებით გაკეთდა თითოეული მათგანის დამსახურებაა.

მადლობა მონაწილე კომპანიებს. თქვენი ჩართულობის გარეშე ღონისძიება ვერ შედგებოდა ასე კარგად. თქვენ ნამდვილად დაანახეთ ყველას, რომ საქართველოში ყველაფრის წარმოებაა შესაძლებელი.

და მადლობა მომხმარებლებს. ღონისძიებას ძალიან ბევრი დაინტერესებული ადამიანი ეწვია. თქვენ განაგებთ სიტუაციას პატივცემულებო. მხოლოდ თქვენს მიერ განხორციელებული შესყიდვაა, რაც ავითარებს ყველაფერს და ჩვენ ყველამ ეს კარგად უნდა შევიგნოთ. ჩვენს ხელშია ჩვენი ფული და რაშიც დავხარჯავთ, იმას გავავითარებთ.

თითოეულ ჩვენს პარტნიორს გადაეცა ღონისძიებაში მონაწილეობის და მხარდაჭერის სერტიფიკატები.

 

მონაწილე კომპანიები

AG მიკროელექტრონიკსი
კამპა & ჩვენი
Izosia – კოსმეტიკური კრემი
სიგარილა RAMONA
ნეოფარმი
სს ივერია
BakeHouse
გრინპაკი
საქართველოს სათბურის კორპორაცია
ლიმონათი იბერია
ესპრესო ჯორჯია
UNIFISH
GAMA
ქართული ყავა ჩერი
ქართული ნატურალური ნობათი
ნიკორა
გრეიფი
პატარიძეების “რაჭული”
ბებოს ნობათი
სიღნაღი – ქართული მზესუმზირის ზეთი

 

რა ხდებოდა ადგილზე?

რა თქმა უნდა ექსპო, დეგუსტაციები, გაყიდვები … ეს რა თქმა უნდა. ამათ გარდა:

  1. ჩეკების გათამაშება – ყოველი შესყიდვისას გაიცემოდა სალაროს ჩეკი. სალაროს ჩეკზე მყიდველს შეეძლო სახელის და გვარის დაწერა მობილურის ნომერთან ერთად და ჩაეგდო სპეციალურ ყუთში. ლუწ საათებში [12, 14, 16, 18], სულ 8-ჯერ იმ ყუთიდან ვიღებდით თითო ჩეკს და გამარჯვებული იღებდა ქართული პროდუქციით სავსე ქართულ კალათს. ბედნიერი ვარ, რომ ამ გზით 8 ოჯახი გავაბედნიერეთ.

  1. სპეციალურად 23-24 -ის ღონისძიებისათვის დავბეჭდეთ სტიკერი მანქანის/ლეპტოპის/ტელეფონისათვის, რომელთა ნაწილი დარიგდა სტუმრებზე, დანარჩენები კი გაიყიდა. შეკრებილი 100 ლარი და ქართული ნატურალური ნობათის მიერ ნაჩუქარი დიდი ქართული კალათა საჩუქრად წავუღეთ კათარზისში. ამით ერთი მცირე კეთილი საქმეც გავაკეთეთ.

  1. ქართული მუსიკა და საახალწლო საფესტივალ გარემო ნამდვილად ქმნიდა წინასააახალწლო განწყობას

  1. და რა თქმა უნდა უშველებელი 200 ნაჭრიანი ტორტი, რომელიც დაჯილდოვების ცერემონიაზე გაიჭრა. გაიჭრა და ნახევარ საათში გაქრა …

 

 

მედია მხარდაჭერა

მე კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ვუთხრა მედია ორგანიზაციებს მხარდაჭერისათვის და კონკრეტულად გიჩვენოთ თუ რა მედია მასალა შეიქმნა და გავრცელდა როგორც ფესტივალამდე, ასევე მის შემდეგ. დავიწყებ ქრონოლოგიურად ბოლოდან:

2016-12-30 – 2030-ის GDS რეპორტაჟი საქველმოქმედო აქციის შესახებ. ამ აქციაში ჩართულობისათვის დიდი მადლობა მინდა ვუთხრა 23-24 დეკემბერის ფესტივალში მონაწილე კომპანიებს.

 

2016-12-28 – სტუმრობა რეალური სივრცეში. 23-24 ფესტივალის შეჯამება

 

2016-12-26 – იბერიას რეპორტაჟი 23-24 ფესტივალის შესახებ

 

2016-12-23 – რეპორტაჟი და პირდაპირი ეთერი საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბიზნეს გადაცემაში – ეკონომეტრი.

 

2016-12-23 – რეპორტაჟი TV ობიექტივზე obieqtivi.net

 

2016-12-23 – 23-24 ფესტივალის რეპორტაჟი TV კავკასიაზე

 

2016-12-22 – გადაცემა 23-24 ფესტივალის შესახებ TV ობიექტივზე obieqtivi.net

 

2016-12-22 – 23-24 ფესტივალის თემაზე სტუმრობა TV კავკასიაში, გადაცემაში „თქვენი დრო“.

 

2016-12-20 – 23-24 ფესტივალის ანონსი SPUTNIK

2016-12-20 – 23-24 ფესტივალის ანონსი GEOMEDIATV

 

2016-12-19 – 23-24 ფესტივალის შესახებ. მაესტრო, ბიზნესკონტაქტი, სანდრო ვეფხვაძე

 

2016-12-12 – 23-24 ფესტივალის შესახებ. რადიო პოზიტივი, ბიზნეს პოზიტივი, ნინი ბინიაშვილი.

 

2016-12-11 – 23-24 ფესტივალის შესახებ საზ. რადიოში, ჯული ბენაშვილთან, “ჩვენი ფერმერი”

 

2016-12-07 – 23-24 ფესტივალის ანონსი kar.ge-ზე

ანონსი: 23-24 დეკემბერს ქარვასლაში ’’ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2016“ ჩატარდება

 

2016-12-05 – 23-24 ფესტივალის ანონსი. TV იბერია, ბიზნეს კოდი, ვახტანგ ჭარაია.

 

სურათების გალერეა

აი რამოდენიმე სურათი, რომლებიც კარგად აჩვენებენ თუ რა ხდებოდა ჩვენთან …

 

იხილეთ შემაჯამებელი ვიდეოც

 

წინ დიდი საქმეები გველოდება …

ძალა ერთობაშია!