უკვე მეოთხედ …
2017 წლის 22-23 დეკემბერს …
მოძრაობა KAR.GE და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრი ქარვასლა …
გავერთიანდით და 35 ორგანიზაციის ძალების გაერთიანებით ჩავატარეთ …
“ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2017“!
ვინ? რა? სად? როდის? როგორ?
2017 წლის 22-23 დეკემბერს მოძრაობა KAR.GE და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრ – ქარვასლას ორგანიზებით და 35 ორგანიზაციის ჩართულობით წინასაახალწლო – “ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2017“ ჩატარდა (რიგით მე-4). მიზანი: საქართველოში 2017 წელს შექმნილი ახალი ქართული ნაწარმის პოპულარიზება და გაყიდვების წახალისება. ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია. მედია მხარდამჭერები: გადაცემა “ბიზნეს კოდი”, TV “კავკასია”, TV “ობიექტივი”, სტარვიზია, 4MEDIA, რადიო “კომერსანტი”, GEOMEDIATV, SPUTNIK, რადიო “არ დაიდარდო”, თრიალეთის ექსპრესი, იმედი FM, რადიო “პოზიტივი”. ფესტივალზე საკვები და არასაკვები ნაწარმი წარმოადგინეს გამორჩეულმა ადგილობრივმა მწარმოებლებმა. ესენი არიან: გამა, გემუანი, გურიელი, გრეიფი, ვიპკო, კამპა, კახური ზეთი “სიღნაღი”, მარშე, ნიკორა, სან სოლუშენ, სტარტი, ტყიბულის ჩაი, ქართული ზეთი “ქარვა”, ქართული ყავა “ჩერი”, ქართული პრემიუმი, შენი მწვანე სათამაშო, ჩიპსი და ბურბუშელა “ჩიპა”, ჩირი ქენდი და ჯააძის თაფლი. ფესტივალზე იყო გამოფენა-გაყიდვა, დეგუსტაციები, შედგა უამრავი გათამაშება, იყო ცეკვები / სიმღერები და ოჯახის ყველა წევრისთვის საინტერესო სხვა აქტივობები.
ფესტივალი 3 მიზანს ემსახურებოდა
- სამაგალითო ღონისძიების ჩატარება;
- ახალი ქართული ხარისხიანი ნაწარმის ცნობადობის და გაყიდვების ზრდა;
- ქართული პროდუქციის პოპულარიზების თემის კიდევ ერთხელ წამოწევა მედიაში;
სამივე მიზანი წარმატებით შესრულებულია!
მადლობა ვის?
მადლობა პირველ რიგში სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ ქარვასლას, რომელთან ერთადაც უკვე მეოთხეჯერ ავაგუგუნეთ ქართული თემა.
მადლობა ჩვენს ორ მხარდამჭერ ორგანიზაციას – საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციას და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას.
მადლობა ჩვენს მედია მხარდამჭერებს. მათ უდიდესი საქმე გააკეთეს ღონისძიების დაანონსებით, პირდაპირი ეთერის დათმობით და სიუჟეტებით. საქმე რომ ასეთი წარმატებით გაკეთდა თითოეული მათგანის დამსახურებაა:
- გადაცემა “ბიზნეს კოდი”
- TV კავკასია
- TV ობიექტივი
- TV სტარვიზია
- 4MEDIA
- რადიო “კომერსანტი”
- GEOMEDIA TV
- SPUTNIK საქართველო
- რადიო “არ დაიდარდო”
- თრიალეთის ექსპრესი
- იმედი FM
- რადიო “პოზიტივი”
მადლობა მონაწილე კომპანიებს. მათი ჩართულობის გარეშე ღონისძიება ვერ შედგებოდა ასე კარგად.
მადლობა სტუმრებს. ღონისძიებას ძალიან ბევრი დაინტერესებული ადამიანი ეწვია. მხოლოდ თქვენს მიერ განხორციელებული შესყიდვაა, რაც ავითარებს ყველაფერს და ჩვენ ყველამ ეს კარგად უნდა შევიგნოთ. ჩვენს ხელშია ჩვენი ფული და რაშიც დავხარჯავთ, იმას გავავითარებთ.
თითოეულ ჩვენს პარტნიორს გადაეცა ღონისძიებაში მონაწილეობის და მხარდაჭერის სერტიფიკატები.
მონაწილე კომპანიები
- გამა
- გემუანი
- გურიელი
- გრეიფი
- ვიპკო
- კამპა
- კახური ზეთი “სიღნაღი”
- მარშე
- ნიკორა
- სან სოლუშენ
- სტარტი
- ქართული ზეთი “ქარვა”
- ქართული ყავა “ჩერი”
- ქართული პრემიუმი
- შენი მწვანე სათამაშო
- ჩიპსი და ბურბუშელა “ჩიპა”
- ჩირი ქენდი
- ჯააძის თაფლი
- ტყიბულის ჩაი
აი რა გვქონდა ადგილზე. ეს ვიდეო ტელეფონითაა გადაღებული და ეს ვიდეო პირდაპირ დაგაიცა Facebook-ზე
რა ხდებოდა ადგილზე?
რა თქმა უნდა ექსპო, დეგუსტაციები, გაყიდვები … ეს რა თქმა უნდა. ამათ გარდა:
- ჩეკების გათამაშება – ყოველი შესყიდვისას გაიცემოდა სალაროს ჩეკი. სალაროს ჩეკზე მყიდველს შეეძლო სახელის და გვარის დაწერა მობილურის ნომერთან ერთად და ჩაეგდო სპეციალურ ყუთში. ლუწ საათებში [12, 14, 16, 18], სულ 8-ჯერ იმ ყუთიდან ვიღებდით თითო ჩეკს და გამარჯვებული იღებდა ქართული პროდუქციით სავსე ქართულ კალათს. ბედნიერი ვარ, რომ ამ გზით 8 ოჯახი გავაბედნიერეთ.
- სპეციალურად 22-23 -ის ღონისძიებისათვის დავბეჭდეთ სტიკერი მანქანის, / ლეპტოპის / ტელეფონისათვის, რომელთა ნაწილი მყიდველებს დაურიგდათ.
- ქართული მუსიკა და საახალწლო საფესტივალ გარემო ნამდვილად ქმნიდა წინასააახალწლო განწყობას
- ცეკვა, სიმღერა, აერობიკა. დიახ, ამჯერად კომპანია „ქართული პრემიუმი“-ს დამსახურებით ჩვენ სამივე გვქონდა.
- დაჯილდოვება, რომელიც ასე შედგა. ეს ვიდეოც Facebook-ში გადაიცა პირდაპირ ეთერში
6. და რა თქმა უნდა უშველებელი 200 ნაჭრიანი ტორტი, რომელიც დაჯილდოვების ცერემონიაზე გაიჭრა. გაიჭრა და მალევე გაქრა …
მედია მხარდაჭერა
კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ვუთხრა მედია ორგანიზაციებს მხარდაჭერისათვის და კონკრეტულად გიჩვენოთ თუ რა მედია მასალა შეიქმნა და გავრცელდა როგორც ფესტივალამდე, ასევე მის შემდეგ. დავიწყებ ქრონოლოგიურად ბოლოდან:
2017-12-26 – სიუჟეტი Телеканал Хабар 24, ყაზახური საერთაშორისო არხი
2017-12-22 – ფესტივალის სიუჟეტი TV ობიექტივზე
2017-12-22 – ფესტივალის შესახებ TV კავკასიაზე
2017-12-22 – sputnik – Жителей Грузии призывают поддержать отечественного производителя
2017-12-21 – fortuna.ge ქარვასლაში ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2017 ჩატარდება
2017-12-21 – commersant.ge ფესტივალის ანონსი
2017-12-21 – sputnik – თბილისში „ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი“ ტარდება
2017-12-21 – sputnik – “Фестиваль новой грузинской продукции” пройдет в Тбилиси
2017-12-21 – m2b – ახლი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2017
2017-12-20 – ფესტივალის ანონსი TV ობიექტივზე 20 დეკემბერს
2017-12-18 – gmtv მალე! – “ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2017”
2017-12-01 – 4MEDIA-ს მიერ გაკეთებული პიქტოგრამა
https://www.facebook.com/karge.movement/posts/1792469194111094
სურათების გალერეა
წინ უფრო დიდი საქმეები გველოდება!
ძალა ერთობაშია!