ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

IFFE 2018: ქართული დელეგაციის მონაწილეობის ანგარიში

25-29 ოქტომბერი, 2018 …
კორეის რესპუბლიკა, ქალაქი ჯონჯუ …
IFFE 2018 – ფერმენტირებული საკვების რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენა …
ჩავედით, ჩავერთეთ, ვივაჟკაცეთ!

რა? სად? როდის?

2018 წლის 25-29 ოქტომბერს კორეის რესპუბლიკის ქ. ჯონჯუში გაიმართა ფერმენტირებული საკვების მე-16 საერთაშორისო გამოფენა (International Fermented Food Expo 2018 – http://www.iffe.or.kr/), რომელშიც საქართველოს დელეგაცია მოძრაობა KAR.GE-სა და World-OKTA-ს ხელმძღვანელობით უკვე მესამედ მიიღო მონაწილეობა კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით.

IFFE 2018-ზე ორგანიზატორებმა შემდეგი ადგილობრივი მწარმოებლის პროდუქცია წარვადგინეთ:
შპს „ამოჭამე“-ს წარმოებული „წიწაკის მურაბა“ და „ხახვის მურაბა“;
შპს „ანასეული კომბინატი“-ს წარმოებული „გურული ხილის ოტკა“ და „ანასეულის ჩაი“;
შპს „გრინტეჩი“-ს წარმოებული სეზამის ზეთი;
შპს „ფარკონი“-ს წარმოებული სანელებლები და დაფნა;
ი.მ. „შაკო ქარჩავა“-ს წარმოებული კოლხური თაფლი;
შპს „სკა“-ს წარმოებული აკაციის, წაბლის, მაისის და ცაცხვის თაფლები;
შპს „სუბკულტურა“-ს წარმოებული თაფლის დისტილატი „მიდამო“;
შპს „კორი“-ს წარმოებული ლიქიორი „ბაბალე“ და მატონიზებული სასმელი „ჭოჭი“;
შპს „კამპა“-ს წვენები;
ი.მ. „ეკა დოჯურიშვილი“-ის წარმოებული დამბალხაჭო;
ი.მ. „ლევან მიქელაძის“ მიერ წარმოებული თუშური ქუმელი;
ბაქმაზი;
შპს „დიასახლისი“-ს წარმოებული ჩურჩხელა „Merry” და ღვინო „კარდუელი“;
Geomusicbox-ის წარმოებული სუვენირები;
ჯააძის თაფლი (მაისის თაფლი);

რა იყო წელს განსაკუთრებული?

წასვლამდე რაფინირებულად ჩავატარეთ პრე კამპანია, სადაც 2 კვირის მანძილზე დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ დაინტერესებულ საზოგადოებას თუ რა გამოცდილება დავაგროვეთ გასული ორი მონაწილეობის შედეგად და რას ველით მესამე ჯერზე. შედეგად მივიღეთ 15 მწარმოებლის მონაწილეობა, რაც ფრიად კარგი შედეგია.

 

საკუთარი თვალით ნახეთ ექსპოს გახსნა და გუბერნატორისა და ელჩის ვიზიტი ქართულ პავილიონთან.
https://www.facebook.com/karge.movement/posts/2221602944531048

 

ასეთი იყო ჩვენი საპრეზენტაციო სტენდი
https://www.facebook.com/karge.movement/posts/2221661297858546

 

ასეთი სტუმრიანობა იყო ქართულ პავილიონთან
https://www.facebook.com/karge.movement/posts/2222745564416786

 

გუნდმა ქიმჩის მომზადებაში მიიღო მონაწილეობა
https://www.facebook.com/karge.movement/posts/2224342794257063

 

ჩვენი გოგონებით იწყება, შემდეგ ქართული პროდუქტებით გრძელდება და ისევ ჩვენი გოგონების სიტყვებით სრულდება IFFE 2018-ის შესახებ კორეის რეგიონული არხის მიერ გაკეთებული ეს ვიდეოკოლაჟი 🙂
https://www.facebook.com/jeonbukilbo/videos/547620425663418/

 

სიახლე საელჩოს საიტზე

ინგლისური, ქართული

 

კორეული მედია ჩვენს შესახებ:
http://www.jjan.kr/news/articleView.html?idxno=2021126

 

განსაკუთრებული დაფასება ორგანიზატორების მხრიდან. ბევრნი ნიუანსს შორის განსაკუთრებით გამოვყოფდით 25-ში, ექსპოს მთავარ მიღებაზე, ტარიელ ზივზივაძის განთავსებას მთავარ მაგიდასთან და გუბერნატორის ორგანიზატორის სიტყვების შემდეგ სადღეგრძელოს თქმა. ანალოგიური შარშანაც მოხდა. როგორც ჩანს ისე მოეწონათ, რომ წელსაც გადაწყვიტეს. წარმოთქმული სადღეგრძელსო შემდეგ მგონი გაისადაც თამადად დამნიშნავენ:
https://www.facebook.com/karge.movement/videos/309767606280446/

 

ვესტუმრეთ საქართველოს საელჩოს სეულში
https://www.facebook.com/karge.movement/posts/2207666249258051

 

მადლობა ვის?

უღრმესი მადლობა IFFE 2018 ორგანიზატორებს, საქართველოს საელჩოს კორეის რესპუბლიკაში და პირადად ბნ. ელჩს – ოთარ ბერძენიშვილს, თითოეულ იმ კომპანიას, რომელიც ამა თუ იმ ფორმით ჩაერთო საერთაშორისო ექსპოში ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს. განსაკუთრებული მადლობა Tbilisi-OKTA-ს წარმომადგენელს, ბნ. Kwang Bok Lee-ს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ ქართული დელეგაცია ღირსეულად წარმოჩენილიყო IFFE 2017-ზე.
https://www.facebook.com/karge.movement/photos/a.979543538737001/2225087177515958/

 

ფოტო გალერეა

 

შემაჯამებელი ვიდეო

 

2019 წლისთვის უკვე ვემზადებით …